Home » მსოფლიო » ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან სტადიონ „ოლიმპიისკზე“ დებატებზე არ მივიდა
ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან სტადიონ „ოლიმპიისკზე“ დებატებზე არ მივიდა

ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან სტადიონ „ოლიმპიისკზე“ დებატებზე არ მივიდა

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი კიევში, „ოლიმპიისკის“ სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა.

პეტრო პოროშენკომ ზელენსკი, ამჯერად, 15 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია, სადაც თავად არის დაპატიჟებული. ამის შესახებ პეტრო პროშენკომ ჟურნალისტებს „ოლიმპიისკის“ ერთ-ერთ დარბაზში განუცხადა.

„თუკი ხვალაც ვერ შეძლებთ, ზეგაც დაგპატიჟებთ დებატებზე. შესაძლებლობა გექნებათ, თავი კი არ აარიდოთ, არამედ მოხვიდეთ და უთხრათ უკრაინის მოქალაქეებს თქვენი გეგმების შესახებ“, – მიმართა პოროშენკომ საპრეზიდენტო კანდიდატს.

Share