Home » ბიზნესი » ვითიბი პრობლემური მსესხებლების დახმარების პირველ შედეგებს იმკობს
ვითიბი პრობლემური მსესხებლების დახმარების პირველ შედეგებს იმკობს

ვითიბი პრობლემური მსესხებლების დახმარების პირველ შედეგებს იმკობს

ვითიბის პრობლემურმა მსესხებლებმა დავალიანება დისკონტით დაფარეს.

ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის  ვალერიან გაბუნიას განცხადებით,  დავალიანების დისკონტით (30-90%)  დაფარვის შეთავაზებით   ბევრმა მსესხებელმა უკვე ისარგებლა,  ძალიან მაღალი აქტივობა  აღინიშნა.

ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, პრობლემურ მსესხებელს, 12,000-მდე ფიზიკურ პირს დავალიანების ანულირების  და საკრედიტო ისტორიის  გაუმჯობესების საშუალება მიეცა.

2-თვიანი აქცია 15 ივნისს სრულდება. სამომხმარებლო სესხზე  ვადაგადაცილების ჯარიმა/საურავები არ მოითხოვება.

12 000,  23 000 – კლიენტიან ბაზაში ის კატეგორიაა,  რომელსაც მხოლოდ  2-წლიანი ნეგატიური ისტორია აქვს.  სესხის დაფარვის შემდეგ მომხმარებელი  ყოფილი ნეგატიურის კატეგორიაში ინაცვლებს, რაც  ნიშნავს, რომ სესხი მისთვის კვლავ ხელმისაწვდომი ხდება.

წყარო:gbc.ge

Share