Home » მსოფლიო » ,,ვითიბი ბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იური კოტლერი გარდაცვლილი იპოვეს
,,ვითიბი ბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იური კოტლერი გარდაცვლილი იპოვეს

,,ვითიბი ბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იური კოტლერი გარდაცვლილი იპოვეს

 ვითიბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ,,გაერთიანებული რუსეთის’’ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, იური კოტლერი, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

 ვითიბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ,,გაერთიანებული რუსეთის’’ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, იური კოტლერი, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმეზე მომუშავე გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მან თავი მოიკლა. კოტლერს 50 მილიონი რუბლის იპოთეკური კრედიტი ჰქონდა, რომელიც ბრუსოვის ქუჩაზე მდებარე ბინისთვის გამოიყენა. ასევე გარკვეული უთანხმოება ჰქონდა მის ყოფილ დამსაქმებელთან გადაუხდელ ხელფასის გამო. როგორც ტელეარხი “Рен” იტყობინება კოტლერი, რომელსაც 13 მაისს 50 წელი შეუსრულდა, რამოდენიმე დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო საფრანგეთში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ.  კოტლერის მძღოლის განცხადებით, როდესაც ის კორპუსთან მივიდა ბინა შიგნიდან ა ჩაკეტილი დახვდ და მხოლოდ პოლიციის მოსვლის შემდეგ მოახრხეს ბინაში შეღწევა, სადაც გარდაცვლილი კოტლერი აღმოაჩინეს.

როგორც ,,ინტერფაქსი’’ და  РБК სამართალდამცავი ორგანო იტყობინება კოტლერმა გარდაცვალებამდე წერილი დატოვა. როგორც ტექსტში ჩანს, თვითმკვლელობა მან პირადი მიზეზების გამო ჩაიდინა.

,,ინციდენტის ადგილის შემოწმებისას დადგინდა, რომ ბინაში  ყველაფერი თავის ადგილას იყო, არ არსებობდა ბრძოლის კვალი, ფანჯრების მთლიანობა და საკეტი მოწყობილობები არ დარღვეულა,” –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დრიმანოვმა ამ საქმის შემოწმება და კონტროლი თავის თავზე აიღო.

 მაისის დასაწყისში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ კოტლერი ბანკროტად გამოაცხადა, რაც ВТБ ბანკის მიმართ 50 მილიონი რუბლის ვალდებულებით იყო გამოწვეული. კოტლერმა კრედიტი ბინის შეძენის მიზნით აიღო, თუმცა მან ეს თანხა ბანკს არ დაუბრუნა, რის შედეგადაც 2017 წლის დეკემბერში  სასამართლოში უჩივლეს.  ნოვოროსიისკის კომერციული საზღვაო პორტში კოტლერი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც რუსული სააგენტო ,,კომერსანტი’’ იუწყება იანვარ-თებერვალში ის სამსახურიდანაც დაითხოვეს. გარკვეული დროის შემდეგ კოტლერმა ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. სასამართლო კი 25 ივნისს ჩაინიშნა.

პოლიტოლოგმა ალეკსეი ჩესნაკოვმა კოტლერის სიკვდილს უცნაური უწოდა. მან განაცხადა, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ შემთხვევით შეხვდა კოტლერს აეროპორტში და მასზე დატოვა შთაბეჭდილება როგორც ადამიანმა, რომელსაც დიდი გეგმები აქვს. სხვათაშორის, იური კოტლერის  კანდიდატურას განიხილავდნენ მთავრობის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარედ.

1990 წელს კოტლერი მუშაობდა ეკონომიკის დამკვირვებლად რია ნოვოსტიში. და ასევე წერდა სტატიებს ,,ნიუ იორკ თაიმსისთვის“. ის რუსულენოვან ეკონომიკურ ყოველკვირეულ გაზეთს ‘’Financial and Business News’’-შიც მუშაობდა.

შემდეგ ის პიარში გადავიდა. მან დაიკავა დირექტორის მოადგილის თანამდებობა კორპორატიული მართვის კომპანიაში “Бозелл СМГ”. ოთხმოცდაათიანების შუა რიცხვებში გახდა სახელმწიფო ქონების კომიტეტში გადახდისუუნარობის და გაკოტრების ფედერალური სამსახურის სპიკერი. 1997 წელს ის გადავიდა “Интеррос”- ში, სადაც საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც მონაწილეობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ის იყო Ward Howell- ის უფროსი კონსულტანტი, რომელიც ეხება პერსონალის შერჩევას.

2003 წლიდან 2006 წლამდე კოტლერი ხელმძღვანელობდა “Менатеп” ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომლის დამფუძნებლები და ლიდერები მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებულნი იყვნენ.

მოგვიანებით კოტლერი მუშაობდა ,,ტროიკას დიალოგის’’ ყველაზე მსხვილ ინსტიტუციურ და კერძო კლიენტებთან.

2016 წლამდე კოტლერი ‘’გაერთიანებული რუსეთის’’ უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ის ხელმძღვანელობდა პარტიის პროექტს “შტაბის სარეზერვო – ქვეყნის პროფესიონალი გუნდი”.

2013 წლიდან 2015 წლამდე იყო ВТБ- ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის ხელმძღვანელის ანდრეი კოსტინის მრჩეველი.

მოამზადა ლევან ლაგვილავამ

Share