Home » ახალი ამბები » ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა  გუნდი.

A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო),  ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია).

B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია).

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 21 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი „დინამო არენა“-ზე გაიმართება.

#ვითიბიქართულისპორტისთვის

Share