Home » ფინანსები » ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ
ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ

ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ

ვითიბი ბანკმა,  მომხმარებლად ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა დანერგა. ინოვაციური მომსახურების მიღება ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ტელეფონით გადაღებული საკუთარი ფოტოსა და ID ბარათის ატვირთვა, აგრეთვე რეეგისტრაციის მოკლე და მარტივი ფორმის შევსება.

ნებისმიერ პირს, რომელიც ბანკის მომხარებლად ონლაინ დარეგისტრირდება, საჩუქრად გადაეცემა MasterCard Debit ბარათი. აღნიშნულ ბარათს, კლიენტს, ბანკის თანამშრომელი ელექტრო სკუტერით, უფასოდ, მიაწვდის სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

MasterCard Debit ბარათით შესაძლებელია თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან. ახალი მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს მიღებული ბარათის დაზღვევით 1 წლით, ხოლო   გატარებულ ტრანზაქციებზე გაორმაგებული ბონუს ქულები დაერიცხება.

Share