Home » ბიზნესი » “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სესხების რუბლში გაცემას გეგმავს
"ვითიბი ბანკი ჯორჯია" სესხების რუბლში გაცემას გეგმავს

“ვითიბი ბანკი ჯორჯია” სესხების რუბლში გაცემას გეგმავს

„ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოში მომხმარებელს სესხებს რუბლშიც შესთავაზებს. როგორც „ვითიბი ბანკის„ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიხაილ ოსიევსკი გაზეთ „ფაინენშალთან” აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ რუბლში სესხებს შესთავაზებენ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ, სესხების გარდა კი იქნება გარანტიები რუბლში, რაც კომპანიებს სავალუტო რისკებს ააცილებს.

მიხაილ ოსიევსკი ამბობს, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯია” ჯგუფის ლიდერია- რაც ბანკის ძლიერი გუნდის დამსახურებაა, ასევე ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების.

მისი თქმით, საქართველომ  შეძლო და მოძებნა ეკონომიკური განვითარების საკუთარი მოდელი, კონკურენტული სექტორები, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაიცვა ეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორი კი მდგრადია. ამ ყველაფერს კი შედეგად წარმატება მოაქვს. მისივე თქმით, მომავალ წელს „ვითიბი ბანკი საქართველოს” კაპიტალის ზრდა იგეგმება.

Share