Home » მსოფლიო » VITAMINWATER-ის ექსპერიმენტი – $100 000 მას, ვინც ერთი წელი სმარტფონის გარეშე გაძლებს
VITAMINWATER-ის ექსპერიმენტი - $100 000 მას, ვინც ერთი წელი სმარტფონის გარეშე გაძლებს

VITAMINWATER-ის ექსპერიმენტი – $100 000 მას, ვინც ერთი წელი სმარტფონის გარეშე გაძლებს

ახალი სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, Coca-Cola-ს შვილობილი კომპანია Vitaminwater 100 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 365 დღის განმავლობაში სმარტფონის გარეშე გაძლებს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველმა Twitter-ზე ან Instagram-ზე უნდა ატვირთოს თავისი ფოტო ჰეშთეგებით #nophoneforayear და #contest, და განმარტოს, თუ რატომ სურს ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.

Vitaminwater აირჩევს ერთ მონაწილეს, რომელსაც სმარტფონზე უარის თქმა მოუწევს და მის ნაცვლად ჩვეულებრივ, ფიჭურ ტელეფონს მიიღებს, რომელსაც მხოლოდ ზარების მიღება შეუძლია. კომპანია მონაწილეს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ექსპერიმენტის მონაწილე სხვა მოწყობილობების გამოყენებას.

განცხადების გაგზავნა 2019 წლის 8 იანვრამდეა შესაძლებელი.
popx.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share