Home » ახალი ამბები » „ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო
„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო

„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო

„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. ევროპის მოედანზე ასევე მოეწყო ელექტროსკუტერებით ტესტ დრაივი და სახალისო შეჯიბრება. ტესტ დრაივში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

როგორც „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, „ვისოლის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა.

„მიმდინარე წლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის განათება სრულიად ეკო-მეგობრულ – „ლედ“ განათებაზე გადაგვყავს. 2017 წლიდან კი „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს და მიმდინარე წელს უკვე სწრაფდამტენ სადგურებს ვამატებთ ცენტრალური ავტომაგისტრალის გორისა და თერჯოლის მონაკვეთებზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებზე. ეკო-ტრანსპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მზაობა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ღონისძიებით კი ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

„ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეის“-თან თანამშრომლობით ავითარებს.

როგორც „ი-სპეის“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან გვალიამ განაცხადა, კომპანია „ი-სპეის“ ერთადერთია კომპანიაა საქართველოში, რომელიც ელექტრომანქანებისთვის დამტენი მოწყობილობების ქსელს ქმნის.

„ეს ქსელი აუცილებელია იმისთვის, რომ ელექტრომანქანების მფლობელებმა შეძლონ მანქანით სარგებლობა. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 50 დამტენზე მეტია“, – განაცხადა სულხან გვალიამ.

Share