Home » ბიზნესი » „ვისოლ ჯგუფი“ ავტობანზე მეორე „მინი ქალაქს“ ივლისის ბოლოს გახსნის
„ვისოლ ჯგუფი“ ავტობანზე მეორე „მინი ქალაქს“ ივლისის ბოლოს გახსნის

„ვისოლ ჯგუფი“ ავტობანზე მეორე „მინი ქალაქს“ ივლისის ბოლოს გახსნის

ვისოლ ჯგუფის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსს ცენტრალური მაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე ივლისის ბოლომდე გახსნის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანიის დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროექტში 10-მდე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ერთი წელია რაც თერჯოლაში მინი ქალაქს ვაშენებთ, ეს არის დასვენების და მომსახურების ცენტრი. ძალიან სერიოზული ობიექტი  გამოვიდა, როგორც გორის უღელტეხილზეა დაახლოებით ამ ტიპის ობიექტი იქნება. ჯამში 400-მდე ადამიანს დავასაქმებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი 28 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს. სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ გორში არსებული მინი ქალაქისგან  განსხვავებით, ავტობანზე, თერჯოლასთან  ახლოს მინი ქალაქი უფრო მასშტაბური იქნება. მისივე თქმით, მომხმარებელი ერთ სივრცეში მეტი სერვისების მიღებას შეძლებს.

მინი ქალაქში ვისოლის ავტოგასამართი სადგური , სმარტის სუპერმარკეტი, ვენდისა და დანკინის რესტორნები განთავსდება. აქვე იქნება ავტომომსახურების ცენტრი, წიგნის მაღაზია, აფთიაქი, ბანკი და სხვა მომსახურების ობიექტები.

commersant.ge

Share