Home » ეკონომიკა » ვინ ლობირებს კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად
"აფბა" პრეზიდენტ მარგველაშვილს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მთავრობასთან და პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციებისკენ მოუწოდებს

ვინ ლობირებს კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად

“აფბა” პრეზიდენტ მარგველაშვილს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მთავრობასთან და პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახალებასთან დაკავშირებით BFM.ge-მ “ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნემენთა ასოციაციის – აფბას” ვიცე პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს კომენტარი სთხოვა.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ის განცვიფრებულია სებ-ის წევრობის კანდიდატის შერჩევის არატრასპარენტულობით. “პროცესი, როგორც სებ-ის საბჭოს წევრობის წინა კანდიდატის, ბატონ ყაველაშვილის დასახელებამ აჩვენა, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. ამასთან დაკავშირებით, როგორც ჯანიაშვილი აღნიშნავს, “აფბამ” განცხადებით მიმართა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას განემარტათ კანიდატურის შერჩევის პროცედურის ნიუანსები და შეემუშავებინათ წესი, რომელიც ამ პროცესს გამჭვირვალეს გახდიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მოწოდებას წაუყრუა, არსებული მდგომარეობით გაუგებარია, კანდიდატურა რატომ უნდა შეარჩიოს ეკონომიკის სამმა ექსპეტმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლებიც ბნ. მარგველაშვილის ან მისი ხელქვეითების სუბიექტური შეხედულებების შესაბამისად არიან თავმოყრილი  და შემრჩევად გამწესებული. გაუგებარია, რატომ ხდება პრეზიდენტის და მისი აპარატის მიერ იმ უდავო ჭეშმარიტების იგნორირება, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს ცნობილი ეკონომისტი და ფინანსისტი. არადა, მარგველაშვილის მიერ გამოცხადებული 6 კანდიდატიდან 4 არ იგუგლება, ანუ ინტერნეტში არ იძებნება, ხოლო ერთ-ერთი ბატონი ბაქრაძე იმიტომ არის ცნობილი, რომ თამაშის, “რა? სად? როდის?” გამორჩეული მოთამაშეა, ჩემი მხრივ დავძენ, რომ ის გახლავთ ეროვნული ბანკის მიმავალი პრეზიდენტის, ქადაგიძის მრჩეველი და ბუნებრივია იზიარებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და თუ ის გახდება სებ-ის საბჭოს წევრი, ფაქტობრივად ქადაგიძე დარჩება ეროვნულ ბანკში. თუმცა, კულუარული ინფორმაციის თანახმად, ქადაგიძემ და ოდესის გუბერნატორმა უფრო ეფექტური კანდიდატურა შემოაგდეს. ეს არის შევარდნაძის მთავრობის ფინანსთა მინისტრის ნოღაიდელის მოადგილე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ “საქართველოს ბანკთან” დაკავშირებული, ბანკთან, რომელიც ნაციონალების ბანკად არის ცნობილი, კობა გვენეტაძე. იმავე წყაროს თანახმად, პრეზიდენტ მარგველაშვილმა კანდიდატურა ქადაგიძესთან შეათანხმა და სწროდედ მას წარადგენს პარლამენტში. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იოლი მოსაძებნი არ არის.  კომპრომისი მარგველაშვილმა, კვირიკაშვილმა და უსუფაშვილმა ერთად უნდა მოძებნონ, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აუცილებელია  განმარტოს, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია 6 სავარაუდო კანდიდატი,  იმედია, ყველანი ერთად დავძლევთ პროვინციალიზმის უმარტივეს გამოვლინებას, როცა კანდიდატის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია CV, უცხოეთში მიღებული განათლება და ასევე სადღაც უცხოეთში, რომელიღაც საფინანსო ორგანიზაციაში საშუალო დონის კლერკად მუშაობის გამოცდილება. ასეც რომ არ იყოს, გაუგებარია კანდიდატებს შორის რატომ არ სახელდებიან ევრობანკის მაღალჩინოსანი ირაკლი მანაგაძე, პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ასევე უცხოურ სტრუქტურებში ნამუშევარი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელმაც რამდენიმე თვე სააკაშვილი-ჟვანიას მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად იმუშავა და სხვები, თუნდაც ირაკლი კოვზანაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, მერაბ კაკულია, ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე და ა.შ.” – აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share