Home » საზოგადოება » ვინ ფლობს ქართულ კომპანიას, რომელიც ღვინოს პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ასხამს
ვინ ფლობს ქართულ კომპანიას, რომელიც ღვინოს პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ასხამს

ვინ ფლობს ქართულ კომპანიას, რომელიც ღვინოს პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ასხამს

ერთ-ერთი ქართული კომპანია ღვინოს ვლადიმერ პუტინის შეფუთვით, ასევე იოსებ სტალინისა და საბჭოთა სიმბოლიკით ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო „კურიერს“ ერთ-ერთი მაღაზიიდან მიაწოდეს. რაც შეეხება ფასს, პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოსხმული „ქინძმარაული“ 50 ლარად იყიდება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სტალინისა და საბჭოთა სიმბოლიკის ჭურჭელში ღვინოს არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ასხამენ.

შპს „იბერია“, რომლის საქმიანობაც ალკოჰოლური სასმელების წარმოება/რეალიზაცია, მათ შორის ღვინის წარმოებაა. 2002 წელს არის რეგისტრირებული. 2018 წლის 10 ივლისის ამონაწერით, კომპანიის 33%-33%-იან წილებს ვასილ სიდამონიძე და გიორგი ასკილაშვილი; 34%-ს კი ნანა იოსებაშვილი ფლობს. კომპანიის დირექტორი კი გიორგი ასკილაშვილია.

რაც შეეხება სხვა კომპანიებში მონაწილეობას, რეესტრის მონაცემებით ვასილ სიდამონიძე შპს „არაგვის“, შპს „ქართლის მარანისა“ და შპს „თრიალეთის“ დირექტორის პოსტს იკავებს, ამასთან, არის „თრიალეთის“ 40%-იანი წილისა და „ქართლის მარანის“ 50%-იანი წილის მფლობელი.

გიორგი ასკილაშვილი შპს „იბერიას“ გარდა, ფლობს 33.3%-იან წილს შპს „წინანდლის მარანში“ და 100%-ს შპს „თრიალეთი 11 -ში“. ამასთან, რეგისტრირებულია ინდმეწარმედ და რეესტრში შპს “ქართული ვაზის კოლექციის” მეწილე/დირექტორადაც ფიქსირდება.

კომპანია იბერიას 34%-იანი წილის მფლობელი ნანა იოსებაშვილი კი ასევე ფლობს შპს „წინანდლის მარნის“ 33.3%-ს.

BPN

Share