Home » საზოგადოება » ვინ არის ქართველი, რომელიც გერმანიაში MHB Bank-ს ყიდულობს
ვინ არის ქართველი, რომელიც გერმანიაში MHB Bank-ს ყიდულობს

ვინ არის ქართველი, რომელიც გერმანიაში MHB Bank-ს ყიდულობს

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინტექ-სტარტაპის დამფუძნებელი ქართველია.

პალიტრანიუსის ინფორმაციით, თამაზ გიორგაძე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გერმანიაში სასწავლებლად წავიდა და დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, 9 წლის განმავლობაში McKinsey & Co.-ში მუშაობდა.

გიორგაძემ რაიზინი 2012 წელს, პარტნიორებთან ერთად დააარსა. თუმცა, კომპანიის ისტორია 2008 წელს იწყება, როდესაც ინდივიდუალური დეპოზიტების მიმართ ბანკების ინტერესი გაიზარდა.

კომპანია მომხმარებლისთვის ძალიან მარტივ პრობლემას აგვარებს. დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს განსხვავებული აქვს. პლატფორმა საშუალებას იძლევა, შევადაროთ სადეპოზიტო პროდუქტები ევროპული ბანკების მასშტაბით. გარდა ამისა, ის პატარა ბანკებს ეხმარება, სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან ჰქონდეთ წვდომა.

Share