Home » საზოგადოება » ვინ არის დინი ვირსალაძის საავტორო საღამოს ორგანიზატორი
ვინ არის დინი ვირსალაძის საავტორო საღამოს ორგანიზატორი

ვინ არის დინი ვირსალაძის საავტორო საღამოს ორგანიზატორი

4 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში ცნობილი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი და კონსერვატორიი პროფესორი დინი ვირსალაძის საავტორო საღამო გაიმართება. ღონისძიების შესახებ დეტალები საკმაოდ გასაუდუმლოებულია, თუმცა როგორც „ბანკები და ფინანსებმა“ გაარკვია, აღნული საღამოს ორგანიზატორი პიარის სპეციალისტი ირმა კაჭარავაა, რომელსაც პიარისა და ღონისძიებების სპეციალისტის 15 წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, მან გერმანიაში შეისწავლა პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება.

დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ევროპაში, კერძოდ გერმანიასა ლუქსებურგში ,რის შემდეგაც მან საბოლოოდ გადაწყვიდა დაბრუნება და განაგრძო მოღვაწეობა მისივე პროფესიით საქართველოში. იგი არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ, მაგრამ ყოველთვის კადრს მიღმა მუშაობას არჩევს ხოლმე.

როგორც აღმოჩნდა იგი დინი ვარსალაძის საავტორო საღამოს ორგანიზატორი, რა სიურპრიზები ელით ღონისძიების სტუმრებს, როგორია მისი ევროპული გამოცდილება და ხედვები სამუშაო პროცესში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსებს“ პიარისა და ღონისძიებების სპეციალისტი ირმა კაჭარავა ესაუბრა

თქვენ ხართ ორგანიზატორი 4 მაისს გასამართი ღონისძიების, რომელიც გაიმართება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ?

დიახ, მაქვს პატივი ვიყო ორგანიზატორი ცნობილი ქართველი პიანისტი,მუსიკოსი და კონსერვატორიის პროფესორის, დინი ვირსალაძის საავტორო საღამოსი და ამ ნდობისთვის მუსიკოსს მადლობა მინდა გადავუხადო.

თავიდანვე ღონისძიებისთვის არ შემიხედავს როგორც ორგანიზატორს. თითოეულ ნომერი გავიაზრე როგორც მსმენელმა და თუ როგორ იქნებოდა იგი უფრო ეფექტური და დასამახსოვრებელი.

საიდან მოვიდა კონცერტის იდეა, როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

მიუხედავად იმისა რომ პიარისა და ღონისძებების სპეციალისტი ვარ, ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. დინის შემთხვევით გადავუღე სურათი, რომელიც მან არ იცოდა (ეხლა ის ფოტო ამშვენებს საკონცერტო აფიშას) რის შემდეგაც დავმეგობრდით და მორიგ შეხვედრაზე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა „ჰქონდა თუ არა საავტორო საღამო ჩატარებული“. როგორც აღმოჩნდა 30 წელზე მეტია მოღვაწეობს და მას არც უფიქრია ამაზე, რადგანაც იგი საოცრად თავმდაბალი და მორიდებული ადამიანია. მაშინ შევპირდი, რომ მას დავეხმარებოდი და ღონისძიებაც შედგებოდა.

ერთგვარი ინტრიგა არსებობს კონცერტის გარშემო – გასაიდუმლოებულია წამყვანიც, მონაწილეებიც, იქნებ მაინც გაგვიმხილოთ რამე პროგრამასთან დაკავშირებით?

ზოგადად სასიამოვნო ინტრიგა საინტერესოა, განსაკუთრებით მასინ როცა არ იცი რის მერე რა იქნება და სიახლის მოლოდინში ხარ, რაც ამ ღონისძიებაზე საკმაოდ მრავლად იქნება.

მთავარი მაინც ის არის, რომ საავტორო საღამოა, სადაც შესრულდება მხოლოდ მისი დაწერილი კომპოზიციები, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება.

ასევე ბევრმა ალბათ არც იცის, რომ მუსიკოსი ხატავს და კონცერტზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მისი ნახატებიც .

ღონისძიებას ეყოლება სპეციალური სტუმარი იტალიიდან რობერტო პუჯიონი დანარჩენს კი თავად იხილავთ. გელით ყველას 4 მაისს კონსერტვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე.

გიორგი რანი

Share