Home » ბიზნესი » ვინ არის დავით იაკობაშვილი, რა ქონებას ფლობს და რა ინტერესები აქვს
ვინ არის დავით იაკობაშვილი, რა ქონებას ფლობს და რა ინტერესები აქვს

ვინ არის დავით იაკობაშვილი, რა ქონებას ფლობს და რა ინტერესები აქვს

,,ივანიშვილი რომ გავიცანი, ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე ჩამომქონდა კომპიუტერები, ის ყიდდა”

ვინ არის დავით იაკობაშვილი, რა ქონებას ფლობს, რა ინტერესები აქვს და ა.შ., ამ კითხვებზე ნაწილობრივ გაგცემთ პასუხს 2014 წელს ქართულ ,,ფორბსში” დაბეჭდილი სტატია.  წერილის სათაურია – ,,წახვიდე დავითი, დაბრუნდე გოლიათი”.

,,და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­მა – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ­მა, ფი­ნეთ­ში გადახიზნულმა და რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა შვედ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მე­ლიც უიკ­-ენ­დებს მო­ნა­კო­ში მცხოვ­რებ ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებს, 2014 წელს $1,2-მილიარდიანი დოვ­ლა­თით პირ­ვე­ლად მოხ­ვ­და Forbes-ის მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გ­ში. თუმ­ცა სა­ა­მი­სოდ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა მცი­რედ მო­ჩანს იმ სა­მუ­შა­ოს ფონ­ზე, რო­მელ­საც იგი საბ­ჭო­თა თბი­ლის­ში “დღეში თუმ­ნის­თ­ვის” ეწე­ო­და. ახ­ლა ბიზ­ნეს­მე­ნის ყუ­რადღე­ბა კვლავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კე­ნაა მოპყ­რო­ბი­ლი.

რო­ცა მო­ნა­კოს ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­როს, “ფეირმონტის”, წინ გა­ჩე­რე­ბულ “როლს რო­ის­სა” და “ბენტლის” შო­რის დგა­ხარ და მი­ლი­არ­დერ რეს­პონ­დენტს ელი, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მთა­ვა­რი გმი­რის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვ­ლის ათას­ნა­ი­რი სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტი გიტ­რი­ა­ლებს თავ­ში.

ჯუ­ჯა სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, სა­დაც ერ­თი მან­ქა­ნის პარ­კინ­გის ად­გი­ლის ფა­სი $200 ათასს შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს და ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი სა­ნა­პი­როს ბუ­ნებ­რივ ბრწყინ­ვა­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის ხელ­ქ­მ­ნი­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა ჩრდი­ლავს, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ქვეყ­ნის ერ­თ­-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით “რამე თვა­ლის მომ­ჭ­რე­ლის” ხილ­ვის წი­ნა­გან­წყო­ბა არ და­გე­უფ­ლოს.

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი­თა და უც­ნა­უ­რი კონ­ტ­რას­ტე­ბით აღ­სავ­სე ხა­სი­ა­თი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე წამს გა­მოვ­ლინ­და, რო­დე­საც “მილიონდოლარიან პე­ი­ზაჟ­ში” – რბი­ლად რომ ვთქვათ – მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, A კლა­სის მერ­სე­დე­სი შე­მო­იჭ­რა. კი­დევ უფ­რო გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც მძღოლ­ში თა­ვად და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი ამო­ვი­ცა­ნი.

“რა თქმა უნ­და, – გა­ვი­ფიქ­რე მე, – სტა­ტი­ა­შიც ისე უნ­და შე­მო­ვი­დეს, რო­გორც მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­დიდ­რეს 2%-ში შე­ვი­და: ვა­რა­უდ­თა დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, არას­ტან­დარ­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, არ­სა­ი­დან – Deus ex machina.

მან­ქა­ნა ჩემ წინ გა­ჩერ­და და ბიზ­ნეს­მე­ნის ჩუ­მი, თავ­და­ჭე­რი­ლი, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად სა­ოც­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ლა­მიც გა­ის­მა (იგი იმ­დე­ნად ხმა­დაბ­ლა სა­უბ­რობს, რომ ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბის დროს ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, შეძ­ლებ­და თუ არა დიქ­ტო­ფო­ნი მი­სი ხმის ჩა­წე­რას).

“სულ ასე მშვი­დად ლა­პა­რა­კობს, – მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეტყ­ვის მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ვა­ნო ნა­კა­ი­ძე, Petrocas Energy Group-ის პრე­ზი­დენ­ტი, – მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გა­ცეცხ­ლე­ბუ­ლი­ა”.

რკი­ნის ნერ­ვე­ბი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა – პი­როვ­ნულ თვი­სე­ბა­თა ეს კომ­პ­ლექ­ტი აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი იყო თი­თო­ე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თ­ვის, ვინც მას­შ­ტა­ბუ­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში, 90-იანების გა­რიჟ­რაჟ­ზე წა­მო­იწყო. ამ თვი­სე­ბე­ბის გა­რე­შე და­ღუპ­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის­თ­ვის მხო­ლოდ “გადარჩენა” ძა­ლი­ან ცო­ტა აღ­მოჩ­ნ­და… და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი არ ერი­დე­ბო­და ახალ იპოს­ტა­სებ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დას. იგი მოქ­მე­დებ­და ჩუ­მად, მშვი­დად, “ხმადაბლა”, მაგ­რამ არამც და არამც – მო­რი­დე­ბუ­ლად…

კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა, სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლი, ავ­ტო­ბიზ­ნე­სი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო სფე­რო, ენერ­გე­ტი­კა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ნედ­ლე­უ­ლი, გარ­თო­ბის ინ­დუს­ტ­რია – ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი­სა.

“სოფლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვერ­კ­ვე­ვი, კა­ზი­ნო­შიც ვერ­კ­ვე­ვი, ბან­კ­ში კარ­გად ვერ­კ­ვე­ვი, წარ­მო­ე­ბის აწყო­ბა შე­მიძ­ლი­ა… მშე­ნებ­ლო­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა… უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ვმუ­შა­ობ, აქაც [მონაკოში], რუ­სეთ­შიც და ლონ­დონ­შიც. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა – ყიდ­ვა, რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია და გა­ყიდ­ვა. სა­ერ­თოდ კი მე არ შე­მიძ­ლია გა­მო­ვარ­ჩიო ერ­თი ბიზ­ნე­სი მე­ო­რის­გან. თუ ერთ რა­ღა­ცას უყუ­რადღე­ბოდ და­ტო­ვებ, მე­ო­რე­საც და­კარ­გავ”, – ამ­ბობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი. მაგ­რამ მის სა­მე­წარ­მეო ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ერთ, სწო­რედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ა. სა­უ­ბა­რია “ვიმ-ბილ-დანზე”, რომელიც გახ­და სა­სურ­სა­თო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში მოქ­მე­დი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია რუ­სე­თის მას­შ­ტა­ბით, რო­მელ­მაც აქ­ცი­ე­ბის სა­ჯა­რო გან­თავ­სე­ბა მო­ა­ხერ­ხა, მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ბრენ­დე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უძ­ლო და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სარ­ფი­ა­ნი გა­ყიდ­ვით და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბა.

“ჯერ ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე საქ­მე, აქ კარ­გი მზა­რე­უ­ლი ჰყავთ”, – გვე­უბ­ნე­ბა და სა­ჭეს იაპო­ნუ­რი ბა­ღის გვერ­დით მდე­ბა­რე პა­ტა­რა, მყუდ­რო იტა­ლი­უ­რი კა­ფეს­კენ ატ­რი­ა­ლებს – “ეს ჩე­მი ცო­ლის მან­ქა­ნა­ა, ისე აქ სულ მო­ტო­ციკ­ლით დავ­დი­ვარ. სა­ცო­ბებ­ში ხელ­საყ­რე­ლი­ა, თა­ნაც ‘მევასება’”…

მო­ნა­კოს სტან­დარ­ტე­ბით ისე­თი­ვე მოკ­რ­ძა­ლე­ბულ იტა­ლი­ურ კა­ფე­ში, რო­გო­რიც A კლა­სის მერ­სე­დე­სი­ა, და­ვით იაკო­ბაშ­ვილს ყვე­ლა მიმ­ტა­ნი იც­ნობს და ისიც არ იშუ­რებს მო­კითხ­ვებს გა­მარ­თუ­ლი ფრან­გუ­ლით, თან შეკ­ვე­თა­საც აძ­ლევს – და­საწყი­სის­თ­ვის არ­ტი­შო­კის სა­ლა­თი და პას­ტა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით. მგო­ნი­ა, ინ­ტერ­ვიუ რუ­სუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბის შე­სა­ხებ კითხ­ვის დას­მის­თა­ნა­ვე იგი ისე უეც­რად იწყებს ამ­ბის მო­ყო­ლას (დარბაისლური ქარ­თუ­ლით, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი “პლეხანოვური” ში­ბო­ლე­თი დაჰ­კ­რავს), რომ დიქ­ტო­ფო­ნის მო­მარ­თ­ვას ძლივს ვას­წ­რებ.

ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ზე მშვი­დად, ნე­ლა, მაგ­რამ ისე ლა­ღად და დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს, რომ ცო­ტა ხნით “საქმე” მარ­თ­ლა მა­ვიწყ­დე­ბა. შუ­ა­ლე­დებ­ში პა­უ­ზას აკე­თებს და ღი­მი­ლით გვე­უბ­ნე­ბა – “მიირთვით, გა­და­ი­ღეთ, გემ­რი­ე­ლი­ა”. და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის სიყ­მაწ­ვი­ლის ამ­ბა­ვი დე­სერ­ტამ­დე გას­ტანს.

ზარ­მა­ცი მგე­ლი და სა­მი გო­ჭი

1919 წელს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის ბა­ბუა სტამ­ბულ­ში გა­ექ­ცა კო­მუ­ნის­ტებს, რად­გან მთე­ლი ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვეს: “ბიზნესში იყო კა­ცი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს რუ­სე­თის არ­მი­ას ამა­რა­გებ­და”. 1923 წელს ოჯა­ხი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

“ორჯონიკიძე ეხ­მა­რე­ბო­და ჩემს ოჯახს, რად­გან მა­ნამ­დე ბა­ბუ­ა­ჩე­მი და­ეხ­მა­რა მას, ქუ­თა­ის­ში, – ამ­ბობს იგი. – მა­მა­ჩე­მი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ვაჭ­რო ფლო­ტის ერ­თ­-ერთ გემ­ზე, მთა­ვარ მე­ქა­ნი­კო­სად მო­ეწყო სა­მუ­შა­ოდ. გე­მი ლე­ნინ­გ­რა­დი­დან – ლონ­დონ­ში და ნი­უ­-ი­ორ­კ­ში და­ცუ­რავ­და. კარ­გად ცხოვ­რობ­და, რად­გან იქი­დან ბევ­რი რა­მის ჩა­მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო”…

,,მე 1957 წელს და­ვი­ბა­დე, მყავს და. უფ­რო­სი ძმაც მყავ­და, მაგ­რამ ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლის­ში 25-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი სკო­ლა იყო. მე­რე 42-ე სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში. კარ­გად და­ვამ­თავ­რე. მა­თე­მა­ტი­კა ძა­ლი­ან კარ­გად მე­ხერ­ხე­ბო­და…

,,გეპეი’ არ და­მიმ­თავ­რე­ბი­ა, რად­გან ოჯა­ხი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და მე­მუ­შა­ვა. ღა­მით მეტ­რომ­შენ­ში ვმუ­შა­ობ­დი, დღი­სით – მე­ტა­ლურ­გი­ულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. არა, შე­მეძ­ლო უმაღ­ლე­სი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი…

წელიწადში 200 დღეს მოს­კოვ­ში ვა­ტა­რებ, ხო­ლო 165-ს პლუს­-­მი­ნუს ორი დღე – მო­ნა­კო­ში, ოჯახ­თან…

მეხერხებოდა რა­დი­ო­ტექ­ნი­კი­სა და მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის შე­კე­თე­ბა და და­ვიწყე მა­თი რე­მონ­ტი. მუ­სი­კა­ლურ ჩა­ნა­წე­რებ­საც ვა­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი სამ­სა­ხუ­რი იყო, კაი ფულს ვშო­უ­ლობ­დი, ჩე­მი თუ­მა­ნი-­დღე­ში მქონ­და”.

“ღამეში-თუმანს” კი მეტ­რომ­შენ­ში აძ­ლევ­დ­ნენ; 60-80 მა­ნე­თამ­დე მე­ტა­ლურ­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში შო­უ­ლობ­და. ვე­რა­ფერს იტყ­ვი, მარ­თ­ლა კარ­გი ფუ­ლი იყო მა­შინ, რო­ცა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 120 მა­ნე­თით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­და.

“მერე შე­მო­ვი­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ვი­დე­ო­ა­პა­რა­ტუ­რა. იმა­ზეც ვმუ­შა­ობ­დი. პრინ­ციპ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. რა­დი­ოს რე­მონ­ტ­ში რომ ამე­ღო სა­მი მა­ნე­თი და ვი­ღა­ცას და­ვე­ჭი­რე, სამ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მქონ­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. რის­კი იყო, მაგ­რამ ვა­კე­თებ­დი. ეს გახ­ლ­დათ ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბა და ხე­ლო­ბა”, – ამ­ბობს სი­ცი­ლით და მთელ ამ “ძელეცურ” და­ვი­და­რა­ბა­ში აშ­კა­რად თა­ვის საყ­ვა­რელ მო­მენტს უახ­ლოვ­დე­ბა – პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სის ამ­ბავს, რომ­ლის მოს­მე­ნი­სას სი­ცილს უკ­ვე ვე­ღა­რა­ვინ იკა­ვებს…

“ჩემი მე­გობ­რის, ვა­ჟა ბუ­ღა­ძის დახ­მა­რე­ბით სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ე­ბის და­ყე­ნე­ბის შეკ­ვე­თებს ვი­ღებ­დი არა­სა­უწყე­ბო დაც­ვის­თ­ვის. ამ დროს მი­ნის­ტ­რ­მა მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გო­ჭე­ბის გა­ცე­მა გა­მო­საზ­რ­დე­ლად. ჩემს მე­გო­ბარს, ვა­სი­კო ბარ­ნოვს, ჰყავ­და მე­გო­ბა­რი ოჯა­ხი წყნეთ­ში და იქ მო­ვამ­ზა­დეთ ეზო გო­ჭე­ბის­თ­ვის. ავიყ­ვა­ნეთ ორა­სი გო­ჭი. ასი იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ­რად ვი­დარ­დეთ. 011 მარ­კის “ჟიგული” მყავ­და და რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და, ყველ­გან ვაგ­რო­ვებ­დით ღო­რე­ბის­თ­ვის საჭ­მელს. დღე არ იყო, რომ წყნეთ­ში ნარ­ჩე­ნე­ბით სავ­სე მან­ქა­ნით არ ავ­სუ­ლი­ყა­ვით”.

შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო – წე­ლი­წად­­ნა­ხე­ვარ­ში უკ­ვე სა­მა­სამ­დე გამ­რავ­ლე­ბუ­ლი 100-კილოიანი ღორი, სამ მა­ღალ­ბორ­ტი­ან მან­ქა­ნა­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი, უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბის გზა­ზე და – ჰო­ი, უბე­დუ­რე­ბავ!

ათა­სი მა­ნე­თი გარ­ბის!

“მე და ვა­სი­კო მივ­ს­დევთ. თეთრ შარ­ვალ­-­პე­რან­გებ­ში ვართ, ზაფხუ­ლი­ა, სიცხე­ა. ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ა. და­ვი­ჭი­რეთ და ეს ას­კი­ლო­ი­ა­ნი ღო­რე­ბი, სა­მი­ვე ქვე­მო­დან ავის­რო­ლეთ ბორ­ტ­ზე. ძალიან და­ვის­ვა­რეთ. სა­მა­გი­ე­როდ, ჩა­ვა­ბა­რეთ და კარ­გი ფუ­ლი ვი­შო­ვეთ მა­შინ. ასე ვმუ­შა­ობ­დი”.

მე­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა: “იქ რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა? რე­მონ­ტი, რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ ნაც­ნო­ბო­ბით, მე­ტი არა­ფე­რი”.

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გას­ვ­ლის უფ­ლე­ბა მის­ცეს და 1987 წლის 14 მარტს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი ფი­ნეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. თა­ვი­დან უჭირ­და, მრეცხა­ვად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ემიგ­რანტს ბედ­მა კვლავ გა­უ­ღი­მა: “მძღოლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. იაპო­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, ფი­ნეთ­ში და­ვა­ტა­რებ­დი. ვაჩ­ვე­ნებ­დი, რას ჭა­მენ ფი­ნე­ლე­ბი. უფა­სოდ ვჭამ­დი და 200 ფი­ნუ­რი მარ­კა მქონ­და დღე­ში. ეს ჩემ­თ­ვის სა­მოთხე იყო – Paradise!”

თუმ­ცა და­ვით იაკო­ბაშ­ვილს შვე­დეთ­ზე ეჭი­რა თვა­ლი: “შვედეთში ისე­თე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­გო­რიც მე, რა­ღა­ცის აშე­ნე­ბა­ზე, გა­კე­თე­ბა­ზე, დაწყე­ბა­ზე ფიქ­რობ­დ­ნენ”. 1987 წლის 9 სექ­ტემ­ბერს იგი სტოკ­ჰოლ­მ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა და თავ­შე­სა­ფარს ითხოვს. სამ თვე­ში რე­ზი­დენ­ტის სტა­ტუსს იღებს; დღი­სით ენას სწავ­ლობს, ღა­მით კი “მანქანით და­ა­ტა­რებს ხალხს”.

Back in USSR

იაკო­ბაშ­ვილს დი­დი ბა­ზა­რი სჭირ­დე­ბო­და. კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ეპო­ქის რუ­სე­თი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იყო სა­მე­წარ­მეო ჟი­ნით შეპყ­რო­ბი­ლი self-made ადა­მი­ა­ნის­თ­ვის…

ლე­ნინ­გ­რად­ში ჩა­დის და ხის ნა­წარ­მ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. და­საწყი­სი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი­ა: ხე-­ტყის მა­სა­ლა რუ­სე­თი­დან შვე­დეთ­სა და ფი­ნეთ­ში გა­დი­ო­და. “ხის მა­სა­ლა გავ­ყი­დე 88-ში, ცო­ტა ფუ­ლი ვი­შო­ვე და 14 ათას მარ­კად ხუ­თი წლის მერ­სე­დე­სი ვი­ყი­დე”, – იხ­სე­ნებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

ლე­ნინ­გ­რა­დი­დან იაკო­ბაშ­ვი­ლი, ახა­ლი საქ­მის ძი­ე­ბა­ში, მოს­კო­ვის­კენ გა­ე­მარ­თა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კომ­პ­ლექსს, “ჩერის”, ააშე­ნებს და, რაც მთა­ვა­რი­ა, სწო­რედ მა­შინ მი­მარ­თა­ვენ მას საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი – პა­ველ დუდ­ნი­კო­ვი და ევ­გე­ნი იაროს­ლავ­ს­კი, რო­მელ­თაც ერ­თი წლით ად­რე და­ე­არ­სე­ბი­ნათ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი “ჟენშენი” – ერ­თ­-ერ­თი პირ­ვე­ლი კო­ო­პე­რა­ტი­ვი რუ­სეთ­ში. სიყ­მაწ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი მას საქ­მე­ში შეს­ვ­ლას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. დუდ­ნი­კო­ვის, იაროს­ლავ­ს­კის, იაკო­ბაშ­ვი­ლი­სა და რამ­დე­ნი­მე სხვა მე­გობ­რის პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ჯგუ­ფი გახ­დე­ბა ის ბირ­თ­ვი, რომ­ლის ორ­ბი­ტის გარ­შე­მოც დი­დი და მცი­რე პლა­ნე­ტე­ბი­ვით დატ­რი­ალ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მთე­ლი პლე­ა­და.

თუმ­ცა პირ­ველ შე­მო­სა­ვალ­თან ერ­თად პირ­ველ­მა პრობ­ლე­მებ­მაც იჩი­ნა თა­ვი – პა­რა­ზი­ტებ­მა ფუ­ლი იყ­ნო­სეს: “ერთი ქარ­თ­ვე­ლი იყო, მა­გა­რი კონ­ფ­ლიქ­ტი მო­მი­ვი­და. მან­ქა­ნის წარ­თ­მე­ვა უნ­დო­და. მა­გას “საქმის გა­სარ­ჩე­ვად” მთე­ლი ამა­ლა მოჰ­ყ­ვა, ჩემ­თან კი ჩე­მი ორი მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენ სამ­ნი მი­ვე­დით, ისი­ნი თხუთ­მეტ­ნი. გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი­ა, მან­ქა­ნის გუ­ლის­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­ო­და.

ყველაფერში ვმუ­შა­ობ­დით, რა უნ­და გვექ­ნა. რე­სურ­სი არ გვქონ­და. ვიც­ნობ­დი ვი­ღა­ცებს, მაგ­რამ ‘კომუნისტური პარ­ტი­ის ფუ­ლი’ ჩვენ არ გვქონ­და. ყვე­ლა­ფერს მო­ვე­დეთ. ავ­ტო­ბუ­სი ვი­ქი­რა­ვეთ – ტუ­რის­ტე­ბი რომ ელო­დე­ბოდ­ნენ რე­ისს “შერემეტიევოში”, დო­ლარს ვი­ღებ­დით და მოს­კოვ­ში დაგ­ვ­ყავ­და ექ­ს­კურ­სი­ა­ზე. დაწ­ვეს ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სი ვი­ღა­ცებ­მა, მაგ­რამ მე­რე მა­გა­თი ავ­ტო­ბუ­სიც და­იწ­ვა, შემ­თხ­ვე­ვით, ეტყო­ბა, ღმერ­თიც ჩვენ მხა­რეს იყო, – ამ­ბობს სი­ცი­ლით. – მე­რე გე­მი ვი­ქი­რა­ვეთ, “მოსკვა-რეკაზე”, პორ­ტ­ში იდ­გა, სას­ტუმ­როდ გა­და­ვა­კე­თეთ და კარგ შე­მო­სა­ვალს იძ­ლე­ო­და. იმ­დე­ნი ბიზ­ნე­სი გვქონ­და, აღარც მახ­სოვს: ჯინ­სებს ვყიდ­დით, ქი­რი­თაც გვქონ­და მა­ღა­ზი­ე­ბი აღე­ბუ­ლი”.

ამა­სო­ბა­ში ხის მა­სა­ლის ბიზ­ნე­სი ავე­ჯი­სა­ში გა­და­ი­ზარ­და. ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რებ­მა ავე­ჯით უზ­რუნ­ველ­ყ­ვეს სას­ტუმ­რო “მეტროპოლი”. ამ საქ­მე­ში იაკო­ბაშ­ვილს შვე­დი მე­გო­ბა­რი და­ეხ­მა­რა. სხვა­თა შო­რის, იაკო­ბაშ­ვი­ლის, დუდ­ნი­კო­ვი­სა და იაროს­ლავ­ს­კის გუნ­დის ენ­თუ­ზი­აზ­მ­მა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა შვედ პარ­ტ­ნი­ორ­ზე, რომ სწო­რედ მან წა­მო­ი­ძა­ხა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სა­მე­უ­ლის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლი – Trinity! (ინგ. “წმინდა სა­მე­ბა”)

“ტრინიტის” პირ­ვე­ლი დი­დი ბიზ­ნე­სი “ჟიგულებით”, “მოსკვიჩებითა” და “ვოლგებით” გა­და­ჭე­დილ ქა­ლაქ­ში ამე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა იყო. მარ­ტი­ვად არ წა­სუ­ლა საქ­მე, თა­ვა­დაც კი უწევ­დათ ფი­ნე­თი­დან მო­მა­ვა­ლი ავ­ტომ­ზი­დის სა­ჭეს­თან ჯდო­მა – “ჩამოგვყავდა მან­ქა­ნე­ბი ნი­უ­-ი­ორ­კი­დან, ატ­ლან­ტი­დან, სან­-­ფ­რან­ცის­კო­დან, ლოს­-ან­ჯე­ლე­სი­დან. იქ ვყი­დუ­ლობ­დით აუქ­ცი­ონ­ზე და მიგ­ვ­ყავ­და ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინ­კი­ში.

მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პას­პორ­ტით დავ­დი­ო­დი, შვე­დუ­რი პას­პორ­ტი მხო­ლოდ 97-ში ავი­ღე. მან­ქა­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მი­ვი­ღეთ დი­ლე­რო­ბის უფ­ლე­ბა General Motors-ისგან და მოს­კოვ­ში, კი­ევ­ში, ლე­ნინ­გ­რად­ში, ტა­ლინ­შიც კი გვქონ­და ცენ­ტ­რე­ბი. “შევროლეს” პირ­ვე­ლი დი­ლე­რე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით, მე­რე უკ­ვე ბო­რის ბე­რე­ზოვ­ს­კი”.

ამ პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში უფ­რო შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მე იბა­დე­ბო­და – აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. სა­მე­უ­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე შვე­დურ კომ­პა­ნი­ა­სა და კონ­ცერნ “ოლბისთან” ერ­თად “ნოვი არ­ბატ­ზე” მოს­კოვ­ში უდი­დე­სი სა­თა­მა­შო კომ­პ­ლექ­სის, “ჩერის” მშე­ნებ­ლო­ბას შე­უდ­გა. “ჩერის” ღა­მის კლუ­ბი “მეტელიცა” მოჰ­ყ­ვა.

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­პ­რო­ექ­ტი ასე და­ი­ბა­და: “ჩერიმდე” ნა­ხე­ვა­რი წლით ად­რე მას საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით ორი ახალ­გაზ­რ­და და­უ­კავ­შირ­და – სერ­გეი პლას­ტი­ნი­ნი და მი­ხა­ილ დუ­ბი­ნი­ნი. “1992 წლის 25 ნო­ემ­ბერს და­იწყეს წვე­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა, შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მე­ბი – ვი­ღა­ცე­ბი უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ, ვი­ღა­ცე­ბი ‘აწვებოდნენ’” ,– ამ­ბობს იაკო­ბაშ­ვი­ლი.

თუმ­ცა კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თა­დერ­თი დაბ­რ­კო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა “ვიმ-ბილ-დანის” წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე…

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა $200 მი­ლი­ონს აღ­წევს..

იაკო­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შე­ძე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს – სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როს­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს – ეკუთ­ვ­ნო­და…

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე 2013 წელს აღიძ­რა, ერ­თი წლის შემ­დეგ, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვა. ამი­ტომ სა­ნამ კე­ზე­რაშ­ვილს შე­ვე­ხე­ბო­დით, იაკო­ბაშ­ვილს მი­სი და ექ­ს­პ­რე­მი­ე­რ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვკითხე.

“ივანიშვილი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა რუ­სეთ­ში პირ­ველ ბიზ­ნეს­ნა­ბი­ჯებს დგამ­და. მე ჩა­მომ­ქონ­და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ბი­ძი­ნა და მალ­კი­ნი ყიდ­დ­ნენ. პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და – “რუსული კრე­დი­ტი” რო­ცა შე­იქ­მ­ნა, ახ­ლოს ვი­ყა­ვით, პო­ზი­ტი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა იყო. მა­შინ დროც სხვა იყო, ჩვენც სულ სხვა ხალ­ხი ვი­ყა­ვით – მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო ად­ვი­ლად წყდე­ბო­და, – ამ­ბობს იაკო­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­დეგ სულ ორ­ჯერ შეხ­ვ­და – მათ შორის და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, ბიზ­ნეს­მენ­მა იგი 2005 წელს გა­იც­ნო, თუმ­ცა მა­თი ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა კე­ზე­რაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბი­დან წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ და­იწყო. 2011 წელს, მას შემ­დეგ, რაც იაკო­ბაშ­ვი­ლი Petrocas Energy Group-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და, მას კე­ზე­რაშ­ვილ­თან – მი­ნო­რი­ტარ პარ­ტ­ნი­ორ­თან – ჰქონ­და ერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბა: ბიზ­ნე­სის არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან.

და­ვით იაკო­ბაშ­ვილს პო­ლი­ტი­კის­გან თა­ვი ყო­ველ­თ­ვის შორს ეჭი­რა: “ძალიან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. რა­ტომ? – არ ვი­ცი. ყვე­ლას ჰგო­ნი­ა, რომ ვი­ღა­ცა ‘პოზიციას’ ეხ­მა­რე­ბა, ვი­ღა­ცა ოპო­ზი­ცი­ას. არა­ვინ არა­ვის ეხ­მა­რე­ბა. ბიზ­ნე­სი – ბიზ­ნე­სი­ა. შე­ეშ­ვან და მის­ცენ გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა… არ გა­მო­დის პო­ლი­ტი­კა და ბიზ­ნე­სი ერ­თად. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­შუ­ა­ლე­ბას თუ მომ­ცე­მენ, გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. მე ჩე­მი პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბა მაქვს”.

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ყვე­ლა­ზე დიდ პო­ტენ­ცი­ალს ენერ­გე­ტი­კი­სა და ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის სფე­რო­ებ­ში ხე­დავს, მაგ­რამ მი­სი აზ­რით – “რეგიონულ ჭრილ­ში ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ამ სფე­რო­ებ­ში ხუთ­ბა­ლი­ა­ნი სკა­ლის სა­მო­სა­ნი­ა”.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის აქ­ტი­ვო­ბა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი აფი­ნან­სებს ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის პროგ­რა­მას, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მას და ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მას, რომ­ლე­ბიც სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო სფე­რო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნერ­გა­ვენ.

,,განათლება ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. ცხა­დი­ა, უნ­და და­ეხ­მა­რო იმას, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა, მო­ხუ­ცებს უნ­და მი­ხე­დო. გა­ნათ­ლე­ბა კი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ა. გა­ნათ­ლე­ბა­შია ის, რომ ხალ­ხი გა­მო­ას­წო­რებს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბას, თა­ვის აზრს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს რა­ღა­ცას შეც­ვ­ლის. რაც უფ­რო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი იქ­ნე­ბა, მით უკეთ მო­ი­ფიქ­რებს, რა რო­გორ ჯობს გა­ა­კე­თოს და მთა­ვარ ამო­ცა­ნა­საც უპა­სუ­ხებს. რა ჯო­ბი­ა, ახ­ლა დავ­კ­ლათ ის წი­წი­ლა, რო­მე­ლიც ოქ­როს კვერ­ცხებს და­დებს თუ და­ვე­ლო­დოთ მის გაზ­რ­დას?”.

სხვა ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს სა­უ­ბარს სა­კუ­თარ გა­ტა­ცე­ბებ­ზე:

“მოტოციკლეტი და კარ­გი ამინ­დი. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ თუ დრო მაქვს, სკუ­ტე­რით დავ­დი­ვარ. აქე­დან კორ­სი­კას და სარ­დი­ნი­ას მო­ვუ­ა­რე და უკან დავ­ბ­რუნ­დი. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა თუ ხელს შე­მიწყობს, აქე­დან სტოკ­ჰოლ­მამ­დე მინ­და წას­ვ­ლა, ნა­პი­რის გა­ყო­ლე­ბით. აქამ­დე აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო შვე­დეთ­ში კუნ­ძუ­ლებს შო­რის სკუ­ტე­რით სი­ა­რუ­ლი, ახ­ლა უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა. ათი დღის ამ­ბა­ვია მაქ­სი­მუმ აქე­დან იქამ­დე ჩას­ვ­ლა”.

მის გა­ტა­ცე­ბა­თა შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს მე­ქა­ნი­კუ­რი საკ­რა­ვე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბა იკა­ვებს. ინ­ტე­რე­სი მის­მა შვედ­მა მე­გო­ბარ­მა გა­უღ­ვი­ვა, სწო­რედ მან, ვის­თან ერ­თა­დაც “ჩერის” მოჰ­კი­და ხე­ლი. შვე­დი ბიზ­ნეს­მე­ნი ბილ ლიდ­ვა­ლი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და ეში­ნო­და, ად­რე თუ გვი­ან შვი­ლებს მი­სი ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცია არ და­ე­ნა­წევ­რე­ბი­ნათ და სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ან­ზე გა­ეს­ხ­ვი­სე­ბი­ნათ.

“მითხრა, ჯობს ბავ­შ­ვებს ფუ­ლი და­ვუ­ტო­ვო და თუ მუ­ზე­უ­მის აშე­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტ, ჩემ­გან იყი­დე, კი­დევ შე­მა­ტებ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს და სა­ბო­ლო­ოდ კარგ კო­ლექ­ცი­ას გა­ა­კე­თე­ბო, – ამ­ბობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი. – მე მო­მე­წო­ნა მუ­ზე­უ­მის იდე­ა. ორ­ღა­ნებ­მა და გრა­მო­ფო­ნებ­მა ბავ­შ­ვო­ბა გა­მახ­სენ­ა. ქუ­ჩა­ში რომ და­დი­ოდ­ნენ და უკ­რავ­დ­ნენ ორ­ღანს 60-იან წლებ­ში. 5 კა­პიკს ვაძ­ლევ­დი ხოლ­მე, მახ­სოვს”.

იაკო­ბაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა უნი­კა­ლურ ინ­ს­ტ­რუ­მენტს შეხ­ვ­დე­ბით. აქვს ორი ფრან­გუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ორ­ღა­ნი, რომ­ლებ­საც, თა­ვის დრო­ზე, ფრან­გი მო­ნარ­ქე­ბი – ლუი XVII და ლუი XVIII – ფლობ­დ­ნენ. ეს რა­რი­ტე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი მხო­ლოდ ერთ ეგ­ზემ­პ­ლა­რად არ­სე­ბობს: “ბევრი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მაქვს. 700-მდე მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ა­თი, 200-მდე ჯი­ბის სა­ა­თი, ორ­ღა­ნე­ბი. მაქვს პა­ტა­რა მუ­სი­კა­ლუ­რი ყუ­თე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კა­ლუ­რი ძველ­მა­ნი, ბეჭ­დე­ბი, სათ­ვა­ლე­ე­ბი, და­ნე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი მუ­სი­კას უკ­რავს. ბულ­ბუ­ლე­ბი და “კანარეიკა” 5 ცა­ლი; ძა­ლი­ან ბევ­რი ფო­ტო, რუ­კე­ბი. კავ­კა­სი­ო­ნის სუ­რა­თე­ბი, 150 წლის წი­ნან­დე­ლი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, კავ­კა­სი­ო­ნის გზის ფო­ტო­ე­ბი…”.

ჩვენ იაპო­ნუ­რი ბა­ღის გა­სას­ვ­ლე­ლი­სა­კენ მი­ვე­მარ­თე­ბით და გზა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­სე­ულ ფორ­მუ­ლა­ზე ვე­კითხე­ბი:

,,მთავარია ოპ­ტი­მიზ­მი და უნ­და მი­აწ­ვე და მი­აწ­ვე. მუ­შა­ო­ბა არ უნ­და იყოს – დი­ლით და­იწყე და სა­ღა­მოს სახ­ლ­ში წახ­ვე­დი. თუ მო­.დის, უნ­და იშ­რო­მო, თუ არ მო­დის… თუ არ მო­დის, მა­შინ უფ­რო მე­ტი უნ­და იშ­რო­მო”, – მპა­სუ­ხობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი და გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბებ­ლად ხელს ისე ძლი­ე­რად მარ­თ­მევს, რომ, მგო­ნი, სხვებ­მაც გა­ი­გეს, რო­გორ გა­იტ­კა­ცუ­ნა ჩე­მი მარ­ჯ­ვე­ნა მტევ­ნის რო­მე­ლი­ღა­ცა ფა­ლან­გ­მა. ეს ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვა აუცი­ლებ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა.

ფორბსი,

ავტორები – შოთა დიღმელაშვილი, გუგა სულხანიშვილი

Share