Home » საზოგადოება » ვინ არის დავით არახამია, რომელიც ზელენსკიმ სიის მეოთხე ნომრად წარადგინა
ვინ არის დავით არახამია, რომელიც ზელენსკიმ სიის მეოთხე ნომრად წარადგინა

ვინ არის დავით არახამია, რომელიც ზელენსკიმ სიის მეოთხე ნომრად წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარტიის „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი.

დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს კი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.

დავით არახამია იყო IT კომპანია “თრანის მონსტრის” (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი.

2014 წლის აგვისტოში რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვადიმ მერიკოვის შეთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

2014 წელს, სექტემბერში, არახამია უკრაინის თავდაცვის მინისტრის შესყიდვების მიმართულების მრჩევლად დაინიშნა.

2018 წლის აგვისტოში, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

დავით არახამია, იგივე დავიდ ბრაუნი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. სიის წარდგენიდან რამდენიმე საათში, მან გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:

„კარგი, სანამ დეპუტატი გავმხდარვარ, ჯერ კიდევ შემიძლია ვიყო თავისუფალი ადამიანი. დღეს, ჩამოვდივარ სცენიდან და მაშინვე მიახლოვდება ჟურნალისტი „დოიჩე ველეს“ ლოგოიანი მიკროფონით. საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელია და მუშაობს რუსეთის ფედერაციისთვის.

– შეიძლება კითხვას დაგისვამთ?

– მკითხეთ

– როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინს „ხალხის მსახურთან“?

– აზრზე არ ვარ, ვინ რაზე და რას ფიქრობს იქ თქვენთან…

– და როგორი დამოკიდებულება აქვს პარტიას პუტინთან?

– მე ჯერ არ ვიცი, რას ფიქრობს პარტია პუტინზე, მაგრამ შემიძლია საკუთარი შეხედულება გამცნოთ…

– დიახ, რა თქმა უნდა.

– იღებთ?

– კი კი, თქვით.

– ჩემი პირადი აზრია – „პუტინ ხუილო“.

– კოლია, დროზე გამორთე კამერა.

ვერ შედგა პირველი ურთიერთობა პრესასთან. და უცებ რომ აჩვენონ“…

რადიო თავისუფლება

Share