Home » მსოფლიო » ვინ არიან კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელები
ვინ არიან კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელები

ვინ არიან კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელები

ჟურნალმა Forbes-მა კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელების სია გამოაქვეყნა.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე გამდიდრებულ ბიზნესმენთა რეიტინგში პირველ ადგილზე Ripple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის ლარსენი გავიდა, რომლის ქონებაც 7,5-8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილზეა კანადელი მეწარმე ჯოზეფ ლაბინი. ის Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო მისი ქონება 1-5 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მესამე პოზიცია კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაოს (1,1-2 მილიარდი დოლარი) ერგო.

ძმებს ქემერონ და ტაილერ უინკლვოსებს, რომლებმაც 2008 წელს მარკ ცუკერბერგს Facebook-ის იდეისთვის სასამართლოში 65 მილიონი დოლარი მოუგეს, სხვადასხვა მონაცემებით, იყვნენ მსოფლიოში პირველი ადამიანები, რომელთა ბიტკოინების რაოდენობამაც მილიარდი დოლარის ღირებულებას გადააჭარბა. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მათი ქონება 900 მილიონიდან 1,1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

რეიტინგში ასევე ფიგურირებს კომპანია Bitfury-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომლის ქონებას Forbes-ი 500-700 მილიონ დოლარად აფასებს.

Forbes-ის სიაში მოხვდა Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინიც, რომლის ქონებაც 400-500 მილიონ დოლარს შეადგენს.

BPN.GE

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share