Home » საზოგადოება » ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო ცვლილებას – დეპუტატი სიას აქვეყნებს
ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო ცვლილებას – დეპუტატი სიას აქვეყნებს

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო ცვლილებას – დეპუტატი სიას აქვეყნებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში იმ კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატების სიას აქვეყნებს.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

Share