Home » საზოგადოება » ვინ აძლევს შენობას გვარამიას ტელევიზიას და რა კავშირი აქვს მას ჟვანიას მკვლელობასთან
ვინ აძლევს შენობას გვარამიას ტელევიზიას და რა კავშირი აქვს მას ჟვანიას მკვლელობასთან

ვინ აძლევს შენობას გვარამიას ტელევიზიას და რა კავშირი აქვს მას ჟვანიას მკვლელობასთან

უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელეკომპანია დიღომში, „ასტრა პარკის“ შენობაში განთავსდება.

„მოლაპარაკებების შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა და 100 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია აქ იქნება“, – ამბობს „ასტრა პარკის“ დირექტორი თამაზ შაფათავა.

ვინ არიან „ასტრა პარკის“ დამფუძნებლები და ამჟამინდელი მფლობელები? საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის დირექტორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თამაზ შამათავაა, ხოლო 100 პროცენტიანი წილი მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ „ეი ენდ ჯეი ენერჯის“ ეკუთვნის, თავად ამ ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა კი არ ჩანს.

„რეპორტიორის“ ინფორმაციით, „ასტრა პარკის“ მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან რეალურად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, კერძოდ კი თემურ ალასანია დგას. ეს გარკვეულწილად დასტურდება საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, სადაც კომპანიის დამფუძნებლებს შორის მითითებულია მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი – გიორგი ალასანია (ჯორჯ თ ალასანია, ამერიკის სამოა). ის „ასტრა პარკში“ 31-პროცენტიან წილს ფლობდა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი „ასტრა პარკის“ მფლობელებს შორის აღარ იძებნება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ზემოხსენებული ოფშორული კომპანია რეალურად თემურ ალასანიას და მის ახლო მეგობარს ერიკ გუდისს ეკუთვნის.

„კომპანია მთლიანად ამერიკელებს ეკუთვნით. იქ ცხოვრობენ. ალასანია ადრე იყო ხოლმე დამფუძნებელი. ახლა აღარ არის“, – ამბობს „ასტრა პარკის“ დირექტორი თამაზ შაფათავა.

თემურ ალასანიას და ერიკ გუდისის სახელს იარაღით ბიზნესს უკავშირებს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე. მისი ინფორმაციით, არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა.

ამის შესახებ „რეპორტიორი“ ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა, როდესაც ირაკლი კაკაბაძემ პროკურატურას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ახალი მასალები მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ლიკვიდაცია თემურ ალასანიასა და ერიკ გუდისის საქმიანობას უკავშირდება.

„ვიცი რომ არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. ამ მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია. 2005 წლის იანვარში იყო მუქარის ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისგან, კერძოდ ერიკ გუდისისგან. მისი მუქარა ასე ჟღერდა, რომ მთავრობის ორი წევრი, ლაპარაკი იყო ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეზე, ერთი თვის მერე აღარ იქნებოდა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იყვნენ“, – განაცხადა მაშინ საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ირაკლი კაკაბაძემ.

2013 წელს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანიაც, რომლის თქმით, პროკურატურაში ის რეზონანსული საქმის მასალების გასაცნობად გამოცხადდა.

reportiori.ge

Share