Home » ბიზნესი » VimpelCom-მა ახალი პროექტი Eurasia Mobile Challenge წამოიწყო
VimpelCom-მა ახალი პროექტი Eurasia Mobile Challenge წამოიწყო

VimpelCom-მა ახალი პროექტი Eurasia Mobile Challenge წამოიწყო

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი.
ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი (სათაო ოფისი – ამსტერდამი, ემსახურება 213 მილიონ მომხმარებელს), რომელის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, იწყებს გლობალურ პროექტს – Eurasia Mobile Challenge.

პროექტის მიზანია, ჩართოს ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში და შექმნას ახალი და წარმატებული მობილური პროექტები.

პროექტი ტარდება კომპანია ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK ფარგლებში.

“რამდენადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად ციფრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სამყაროს ვქმნით, ინოვაცია და პროგრესი დიდი სისწრაფით უნდა ცვლიდეს ყველაფერს. ამიტომ ახალ პროდუქტზე ფოკუსირებისას და მომსახურების განვითარების დროს ჩვენს საკუთარ ოთხ კედელში გვინდა მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნე, გონებაგახსნილი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან თანამედროვე, ფინანსურად მომგებინი პროდუქტი და მივცეთ მათ საშუალება, წარმატებას მიაღწონ რეგიონალურ თუ გლობალურ ბაზარზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს“. განაცხადა VimpelCom-ის მფლობელმა, იოგეშ მალიკმა.

“ რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაიწყო ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია. ბილაინმა საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზა 4G სერვისი ყველაზე დიდი დაფარვის ზონით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები, ინოვაცია და პროგრესი სწრაფად შეცვლის გარემოს და შექმნის შესაძლებლობებს ბიზნესის განვითარებისა და ციფრული გარდაქმნისთვის, – აღნიშნა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა. – პროექტის „Eurasia Mobile Challenge“ წარმოდგენით საქართველოში გვინდა მოვიწვიოთ და ჩავრთოთ თანამედროვედ მოაზროვნე, ღია, ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი და მივცეთ მათ შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს უზრუნველყოფს”.

პროექტი შექმნის გლობალურ პლატფორმას ტექნიკური და არატექნიკური განათლების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც მათ მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება, ასევე ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი.

ახალგაზრდები შეიმუშავებენ მობილურ პროექტებს საკუთარი ქვეყნებისთვის და წარმოადგენენ თავიანთ კონცეფციებს ჟიურის წინაშე. კონკურსი მიზნად ისახავს შეიქმნას კიდევ ერთი განსაკუთრებით წარმატებული აპლიკაცია ან პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების წინაშე მდგომი აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების გადაჭრის საუკეთესო გზების მოძიებას.

თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ადგილობრივად ჩატარდება კონკურსი „Eurasia Mobile Challenge“, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვებგვერდზე: eurasiamobilechallenge.com.

Eurasia Mobile Challenge-ის ფარგლებში კონკურსანტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა ვორკშოპებზე დასწრებით, გაიარონ კონსულტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან, გადააქციონ საკუთარი იდეები მუშა მობილურ აპლიკაციებად.

ყოველი მონაწილე ქვეყნიდან სამი ფინალისტი გადაინაცვლებს კონკურსის რეგიონალურ ეტაპზე მოსკოვში (2016 წლის, იანვარში). მოსკოვში საკონკურსო ეტაპის დასრულების შემდეგ შეირჩევა სამი რეგიონალური ფინალისტი, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზებს და აპარატურას.

გამარჯვებულ სამ რეგიონალურ გუნდს სრულად აუნაზღაურდება მგზავრობა ბარსელონაში, კონკურსის საბოლოო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად. Global Mobile Challenge კონკურსი ჩატარდება მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე ბარსელონაში, 2016 წლის 22-26 თებერვალს.კონკურსი ჩტარდება Huawei Technologies Co, Ltd.პარტნიორობით.

წარმატებული პროექტები, რომლებიც კომერციულად მომგებიანად იქნება მიჩნეული, გამოყენებული იქნება გლობალურად და შესაძლოა ინდუსტრიის სამომავლო ფართომასშტაბიანი მობილური ფენომენი გახდეს.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]

Share