Home » ეკონომიკა » „ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი”
„ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი"

„ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი”

ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია.

„მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის 2%-ს, რაც არის სწორედ ნატოს სტანდარტი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Share