Home » ახალი ამბები » „ვერცერთი კომპანია ვერ შემოგთავაზებთ იმდენს, რამდენსაც Huawei“ – ჟურნალი „Forbes“-ი HUAWEI Mate 20 სერიას გამოეხმაურა
„ვერცერთი კომპანია ვერ შემოგთავაზებთ იმდენს, რამდენსაც Huawei“ – ჟურნალი „Forbes“-ი HUAWEI Mate 20 სერიას გამოეხმაურა

„ვერცერთი კომპანია ვერ შემოგთავაზებთ იმდენს, რამდენსაც Huawei“ – ჟურნალი „Forbes“-ი HUAWEI Mate 20 სერიას გამოეხმაურა

HUAWEI Mate 20 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებს, წარდგენისთანავე  გამოეხმაურა ჟურნალი „Forbes“-ი.  „ფორბსის“ ინგლისურენოვანი გამოცემა წერს: „დარწმუნებულები ვართ, რომ მობილურის მწარმოებელ არცერთ კომპანიას არ შეუძლია იმის, შემოთავაზება, რასაც Huawei გვთავაზობს, თავის ახალ სმარტფონებში“.

https://www.forbes.com/sites/bensin/2018/10/16/huawei-mate-20-pro-hands-on-everything-but-the-kitchen-sink/#52079a7671e4

„ფორბსის“ შეფასებასთან ერთად HUAWEI Mate 20 სერია, გამოსვლისთანავე იქცა  განხილვის თემად ექსპერტებსა და სხვა უცხოურ გამოცემებს  შორის, რომლებიც  ერთხმად აღიარებენ  Huawei-ს ინოვაციური მოწყობილობების უპირატესობას:

„ახალი HUAWEI Mate 20 Pro-ს შესაძლებლობები მიჩენს სურვილს შევცვალო ჩემი აიფონი“ (www.businessinsider.com);

 „Huawei-მ მსოფლიოში საუკეთესო ანდროიდ მოიწყობილობა შექმნა“ (bgr.com); 

„HUAWEI Mate 20 Pro – ბრწყინვალე დიზაინი და საუკეთესო ინოვაცია სმარტფონებს შორის“ (www.forbes.com);

„HUAWEI Mate 20 და HUAWEI Mate 20 Pro, უდაოდ უმაღლესი დონე“ (www.androidheadlines.com)….

როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა  ახალი Mate 20 სერიის წარდგენის შემდეგ,  ექსპერტები HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ

რა განაპირობებს HUAWEI Mate 20 სერიის უპირობო ლიდერობას:

  • ყველაზე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინი, უნიკალური და ინოვაციური ფერებით.
  • HUAWEI Mate 20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც  20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს.
  • ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტის შეუძლია დადგინდეს სამუშაო დატვირთვის ძალა და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.
  • ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).
  • HUAWEI Mate 20 სერიას აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 – უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.
  • HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.
  • HUAWEI Mate 20 Pro არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი –GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის მხოლოდ 10 წამი სჭირდება.
  • HUAWEI Mate 20 Pro -ს აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საძუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა.  3D სიღრმისეული  სენსორის მქონე  კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც  მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.
  • HUAWEI Mate 20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს.  ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების  იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.
  • ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პრიცეოსრით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate 20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში,.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადსგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Share