Home » ფინანსები » ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა
ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა

ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა

ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა.

ვებგევრდი vali.ge დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. დღეს და ხვალ ვებგვერდზე სამი ბანკის მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება: „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share