Home » ახალი ამბები » ვაკის პარკში მსოფლიოში ყველაზე დიდი კასკადია
ვაკის პარკში მსოფლიოში ყველაზე დიდი კასკადია

ვაკის პარკში მსოფლიოში ყველაზე დიდი კასკადია

მსახიობი, მოქანადაკე და მწერალი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში უნიკალურ ნაგებობაზე წერს, რომელიც თბილისში, ვაკის პარკშია.

,,ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში, ვაკის პარკში განლაგებულია მ ს ო ფ ლ ი ო შ ი ( არ მოგესმათ) ყველაზე დიდი კასკადი.
პეტერგოფის კასკადი ამასთან შედარებით ბევრად პატარაა, სხვაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს, ვერც კი ეწევიან ზომით და საინჟინრო გადაწყვეტით.

დღევანდელი ფასებით ასეთი ნაგებობა რომ აშენებულიყო, დაახლოებით 100 მილიონი $ დაჯდებოდა, შეიძლება მეტიც.

სხვა ქვეყანაში ეს უნიკალური ნაგებობა დიდი ხნის წინ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდებოდა. ღამის განათებით, წყალზე ლაზერული ეფექტებით და გახმოვანებით ეს კასკადი თბილისის სავიზიტო ბარათი იქნებოდა რომ ჩვენც ვფიქრობდეთ სწორად. ასეთ ობიექტებზე დგას ტურისტული ინდუსტრია.

მიტოვებული, ჭუჭყიანი, გავერანებული… რამდენი წელია გამორთულია, იმიტომ, რომ ძრავია დამწვარი და შეკეთებასაც კი არ ფიქრობს არავინ.
ოდესმე ვისწავლით იმის გამოყენებას, რაც წინა თაობებმა დაგვიტოვეს?“.

Share

About bachana jincharadze