Home » ახალი ამბები » ვაკის პარკში მამაკაცმა რუსული არხის კამერის წინ დაიჩოქა და პუტინს “გადარჩენა” სთხოვა
ვაკის პარკში მამაკაცმა რუსული არხის კამერის წინ დაიჩოქა და პუტინს "გადარჩენა" სთხოვა

ვაკის პარკში მამაკაცმა რუსული არხის კამერის წინ დაიჩოქა და პუტინს “გადარჩენა” სთხოვა

ვინ არის ის – რუსული პირველი არხის მორიგი დაფინანსებული გმირი? თუ საქართველოში პუტინის ნამდვილი ფანატი? ეს მამაკაცი მუხლებზე დაეცა, როგორც კი თბილისის ვაკის პარკში რუსული ტელევიზიის კამერა დაინახა: “მთელი გულით გთხოვთ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ნუ მიგვატოვებთ, გვიხსენით ამ ნაძირლებისგან, რომლებმაც სამშობლო ფულზე გაყიდეს”

ამ წარმოდგენის მოწმე ჟურნალისტი ირაკლი ორაგველიძე გახდა.

წყარო: Эхо Кавказа

ცნობისთვის: უცნობი ჯარისკაცის საფლავს დღეს ერთმანეთთან დაპირისპირებული ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის აქციებისთვის მოუწია „მასპინძლობა“: ვაკის პარკში იმყოფებოდა ორი “უკვდავი” ერთობა – ორივე რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირებული. 9 მაისის წინა დღეებში„უკვდავმა პოლკმა“ და „უკვდავმა ჯარმა“ ურთიერთდაპირისპირების შესახებ ღიად განაცხადეს და დღეს მსვლელობების დაწყების ადგილად სხვადასხვა ტერიტორიები შეარჩიეს. სანთლებითა და ომში დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათებით აღჭურვილი “ჯარისთვის” ეს სახელი აშკარად გაზვიადებული აღმოჩნდა: “მოგვიანებით 300 ნარჩევი ახალგაზრდის” შემომატების დაპირება არ გამართლდა და ამ ფრთამ დღევანდელი “მარში” ძირითადად საშუალო ასაკს გადაცილებული რამდენიმე ათეული მოქალაქით დაასრულა. ანალოგიური სურათი წარმოგვიდგინა მასთან დაპირისპირებულმა “უკვდავმა პოლკმაც”. შორიახლოს იმართებოდა “უკვდავთა” რამდენიმე კონტრაქციაც.მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“, “თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პლატფორმის”, “ულტრამემარჯვენე პლატფორმის” წარმომადგენლები და ცალკეული სამოქალაქო აქტივისტები “პოლკსა” და “ჯარს” რაოდენობრივად აშკარად სჯაბნიდნენ და უმთავრესად ახალი თაობის წარმომადგენლები გახლდნენ, თუმცა მათ აქციებზე უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც იხილავდით. “მარშებსა” და კონტრაქციებს ერთმანეთისგან პოლიციის თანამშრომლები ჰყოფდნენ – რაოდენობრივად ორივეზე მეტნი.

Share