Home » საზოგადოება » ვახტანგ ჭარაია: დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა
ვახტანგ ჭარაია: დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა

„ვულოცავ საქსტატსა და მის ხელმძღვანელს Gogita Todradze-ს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას – ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვას, რომელსაც ევროკავშირი და, ჯამში, მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს.

დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც ნებისმიერ მკვლევარს და დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს, რაც, თავის მხრივ, უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას ხდის შესაძლებელს.

ზემოხსენებულ სიკეთეებთან ერთად, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შეიცვალა/გადაანგარიშებულ იქნა წინა წლების ცალკეული პარამეტრებიც, მათ შორის 2018 წლის GDP – 44,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, GDP per capita-მ კი 4722 აშშ შეადგინა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია საინვესტიციო რეიტინგის გასაუმჯობესებლად“. – წერს ვახტანგ ჭარაია.

Share