Home » ეკონომიკა » ვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებს
ვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებსვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებს

ვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებს

საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი რომ ჩრდილშია, ამას ციფრებიც და სტატისტიკაც ადასტურებს.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებლია. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ საკითხზე ხშირად საუბრობენ დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შავი ეკონომიკის შესახებ ყურადღება რამდენჯერმე გაამახვილა ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

იმის ფონზე, რომ 1-ლი აგვისტოდან თბილისის მერიამ ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახადა, „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად დადებითად აისახება ეს ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე. როგორც ირკვევა, რეგულაციამ  შესაძლოა დაწიოს მაჩვენებლი, თუმცა ვითარებას ბოლომდე ვერ შეცვლის.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ჭარაიას თქმით, მომავალი წლის სავალუტო ფონდის კვლევაში დიდი ალბათობით, საქართველო რეიტინგში შედარებთ დაწინაურდება.

„რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა ჩვენთვის და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია ამას ვერ მოაგვარებს, მაგრამ სიტუაციას ნამდვილად გააუმჯობესებს. ამ შემთხვევაში ტაქსისტობა გახდა კანონიერი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის აღარაა შავი ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. თანაც,  თბილისში ათასობით ტაქსის მძღოლია, ანუ რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ სავალუტო ფონდის კვლევის ციფრებზე ნამდვილად აისახება და 64%-იანი ნიშნულიდან ქვევით ჩამოვა“,- განმარტავს ვახტანგ ჭარაია.

რაც შეეხება ჩრდილოვანი ეკონომიკის სხვა მიმართულებებს, რომელიც ასევე გარკვეული რეგულაციების ფარგლებში მოექცა, მაგალითად ბინის გაქირავების დაბეგვრის ვალდებულება, ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით, ეს უკანასკნელი ცვლილებებს არ მოიტანს.

„ბინის გაქირავება იბეგრება 5%-ით, ანუ პირობითათ 100 ლარზე იხდი 5 ლარს. რეალურად ამ გადასახადს ძალიან ცოტა იხდის, რადგან ქვეყანაში არ არსებობს გადახდის კულტურა. ამიტომ მნიშვნელოვან გავლენას ეს რეგულაცია შავი ეკონომიკის კუთხით არ მოიტანს. ზოგადად, გადახდის კულტურის არარსებობის პარალელურად საზოგადოებას არ აქვს მოლოდინი, რომ ზედმეტ ფულს თუ გადაიხდის, სანაცვლოდ მთავრობისგან უკეთეს კეთილდღეობას მიიღებს. ეს ყველაფერი ნამდვილად გამოსასწორებელია. სხვანაირად ვერც ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა დაიძლევა და ვერც გადასახადების გადახდა დაინერგება“,- აღნიშნავს ჭარაია.

კითხვაზე, თუ რაშია გამოსავალი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის მოსაზრებით, არა ცალკეული მიმართულებები, არამედ ერთიანი დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება მეტად ეფექტური შედეგის მომტანი იქნება.

„ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნებოდა გარკვეული მინიმალური თანხის ზღვარი დაწესდეს. მაგალითად, 700 ლარზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, ის არ დაიბერგოს. მეორე ვარიანტია, თუ ვთქვათ,  4 სულიან ოჯახში მხოლოდ ერთის შემოსავალზეა დანარჩენი წევრების ცხოვრებაც დამოკიდებული, მაშინ დაასაბუთოს აღნიშნული და დაუბეგრავი მინიმუმი განისაზღვროს ოჯახზე, პირობითათ 2 000 ლარის ოდენობით“,- აცხადებს ჭარაია.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა (სხვანაირად ცნობილია, როგორც შავი ეკონომიკა, ფარული ეკონომიკა, ნაცრისფერი ეკონომიკა, არაფორმალური ეკონომიკა, ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკა ან ნაკლოვანი ეკონომიკა) ძირითად ასეთ არაფორმალურ ეკონომიკაში დომინირებს, როგორიცაა მომსახურების  სფერო, იგივე საყოფაცხოვრებო ან სატრანსპორტო მომსახურება.

სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით მსოფლიოს 158 ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკისწილი 31.9%-იასაქართველო კი იმ ქვეყნების ჩამონათვალშიასადაც ჩრდილოვანი ეკონომიკისწილი მშპსთან მიმართებით ყველაზე მაღალია (თითქმის 65 %) . ამ მაჩვენებლით საქართველოზიმბაბვესა (60.6%) და ბოლივიას (62.3%) გვერდით დგას.  რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს,აზერბაიჯანში შავი ეკონომიკის წილი 52.19%-იასომხეთში 42.59%, თურქეთში 31.38%, ხოლორუსეთში კი 39.73%.

მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ჩრდილოვანი ეკონომიკა შვეიცარიას (7,2%), ამერიკისშეერთებულ შტატებსა (8,3%) და ავსტრიას (8,9%) აქვს.

commersant.ge

Share