Home » ბიზნესი » ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკი“ არაპროფილურ ბიზნესში ჩართული არ არის
ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკი“ არაპროფილურ ბიზნესში ჩართული არ არის

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „თიბისი ბანკი“ არაპროფილურ ბიზნესში ჩართული არ არის

თიბისი ბანკი არაპროფილურ ბიზნესში ჩართული არ არის და ინვესტიციებს სივრცულ ეკოსისტემებსა და ტექნოლოგიებში ახორციელებს, — განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

„რაც შეეხება არაპროფილურ ბიზნესს, ჩვენ უძრავ ქონებებში ინვესტიციებს არ ვდებთ და არც გავაკეთებთ მომავალში. ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ მხოლოდ სივრცულ ეკოსისტემებში ვაკეთებთ ინვესტიციებს და ვრთავრთ ჩვენს პარტნიორებსაც.

თუ დავაკვირდებით ლონდონის საფონდო ბირჟას ან ამერიკას, დავინახავთ, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში კარდინალურად შეიცვალა დიდი კომპანიების წლოვანება. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილებების ფონზე, ის რაც კომპანიას 70-80 წლის განმავლობაში უნდა გაევლო, ახლა 20 წელში გაივლის.

თიბისი ბანკს მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გავლილი აქვს, მაგრამ საჭიროა ცვლილებები, მათზე მორგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოვარდები ბაზრიდან, ამდენად ზომა მეორე ხარისხოვანია. თიბისის ერთი მიზანი ამოძრავებს, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება და ბიზნესი კომპანიებს,რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ეს არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ ასეთ ეკოსისტემას ვქმნით არა მოგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო დავუტოვოთ, თუ დღეს თეატრის ბილეთების შესაძენად შეიძლებოდა საათნახევარი დაეხარჯა ადამიანს, ჩვენი ვქმნით იმის საშუალებას,რომ ელექტრონულად, ინტერნეტში 15 წმ-ზე მეტი არ დახარჯოს. რაც იმას ნიშნავს,რომ ადამიანს დარჩება საათზე მეტი თავისუფალი დრო,რომელსაც საკუთარი სიამოვნებისთვის გამოიყენებს.

ჩვენი მიზანია, რომ როგორც კომპანიების შემთხვევაში, ისე იმ 6 ათას ადამიანს, რომელიც თიბისისთან არის დაკავშირებული და სხვა ადამიანებს, რომლებიც ხვალ ან ზეგ ჩვენთან ითანამშრომლებენ, გავუმარტივოთ ცხოვრება.

ყოველთვის სწორია, რომ კლიენტს ვკითხოთ მისი საჭიროების შესახებ, მან რეალურად იცის რა სჭირდება. სწორად უნდა გავიგოთ, რა მოთხოვები გააჩნია, რა მომსახურება სჭირდება მას. უნდა ვისწავლოთ, გამოვიცნოთ, ეს ყველაფერი სწავლის პროცესია. ჩვენ უნდა გავიზარდოთ მომხმარებელთან ერთად,“- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გადაცემაში თიბისის გენარალურმა დირექტორმა    ყურადღება გაამახვილა ბანკის მონაცემების დაცვაზე.

„საბანკო მონაცემების დასაცავად თიბისი ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს ტექნოლოგიებში. მონაცემთა დაცვის კუთხით, ნდობა ბანკებს ნამდვილად აქვთ. მოსახლეობა ბანკს უსაფრთხოდ თვლის ინფორმაციის განთავსების კუთხითაც. როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში, საბანკო სფერო ყველაზე მეტად რეგულირებადი სფეროა ფინანსური და ინფორმაციული კუთხით. მომხმარებლებიც, დიდ ყურადღებას ანიჭებენ ამ ყოველივეს,როდესაც ბანკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ,“ – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

commersant.ge

Share