Home » საზოგადოება » “ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს”
"ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს"

“ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს”

“ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს,”  ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ facebook-ის პოსტში წერს, რომელშიც Fifch-ის მიერ ორი წამყვანი ბანკისთვის რეიტინგის გაუარესებას ეხმაურება.

კობა გვენეტაძის განმარტებით მთავარი მიზეზი, რიკებია, რომლებიც საცალო სესხების სწრაფმა ზრდამ და უცხოური ვალუტით დიდი მოცულობით დაკრედიტებამ გამოიწვია. გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თებერვალში სწორეს საბანკო რეგულაციები გახდა Fifch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი.

„მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. დიახ, ეს სწორედ ის რისკებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ აღნიშნული რისკების შესახებ, სადაც ვუთითებდით, რომ საცალო სესხების ზრდა მაღალი იყო და სათანადო, თუმცა არაპოპულარული, ზომებიც მივიღეთ”, – წერს გვენეტაძე.

Share