Home » საზოგადოება » ვაჟა ბერიძე – „პუტინ *უილოს“ სკანდირებას მრვალათასიან მიტინგზე თავისი ფასი აქვს
ვაჟა ბერიძე - „პუტინ *უილოს“ სკანდირებას მრვალათასიან მიტინგზე თავისი ფასი აქვს

ვაჟა ბერიძე – „პუტინ *უილოს“ სკანდირებას მრვალათასიან მიტინგზე თავისი ფასი აქვს

“„პუტინ *უილოს“ სკანდირებას მრვალათასიან მიტინგზე თავისი ფასი აქვს”, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ანალიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“„პუტინ *უილოს“ სკანდირებას მრვალათასიან მიტინგზე თავისი ფასი აქვს

მას მიტინგის ორგანიზატორები და მონაწილეები, ან მხოლოდ ისინი არ გადაიხდიან. თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ვეჭვობ ერთი თეთრი დააკლდეს მათ გრანტებს,დიდ ხელფასებს პირიქით ჩვენ კიდევ უფრო გავღატაკდებით.

მტერი და ავისმოსურნე რომ გვძულს, ეს ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ სიბრძნე გვეუბნება – გიყვარდეს მტერი შენიო. რომ უნდა ებრძოლო, ესეც ცხადია. ოკუპირებული ტერიტორიები რომ დასაბრუნებელია – ესეც. „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელიც საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა, დაინგრა – ესეც. დასავლეთი რომ ანგარიშს უწევს ამ ატომურ–კოსმოსურ მონსტრს, ესეც ცხადია. რომის პაპი რომ მშვიდობის ანგელოზის ორდენით აჯილდოებს, ესეც ფაქტია. და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „პუტინ *უილოს“ სკანდირება რომ ჩვენ ძვირი დაგვიჯდება, ესეც უეჭველია.

ვთქვათ, ვამბობთ და ვსკანდირებთ.

კი, ბატონო! თუ უმრავლესობას ჩვენი მოქალაქეების ასე სურს, იგი გამოხატვის თავისუფლებად გამოვაცხადოთ და გავაგრძელოთ.

ოღონდ დავთვალოთ და შემდეგი დარტყმების დანაკარგიც ვიანგარიშოთ.

ჩვენ დავკარგეთ ერთი მილიონი რუსი ტურისტი, რაც 2 მილიარდის დაკარგვას უდრის.

ჩვენ, სავარაუდოთ დაკარგავთ რუსულ ბაზარს ჩვენი ღვინისთვის. ეს კი წლევანდელი მდგომარეობით, ღვინის ექსპორტის 64%–ია და ოპერატიული გადაწყობა სხვა ბაზრებზე თითქმის შეუძლებელი. რუსეთს არც ის ანაღვლებს, რომ ღვინის ექსპორტიორი კომპანიების მეპატრონეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

ჩვენ, შესაძლოა დავკარგოთ ჩვენი „ბორჯომის“ ბაზარი, თუმცა სავარაუდოდ ამ კომპანიასაც რუსები ფლობენ.

რა ზიანს მოგვცემს რუსების მიერ ენგურჰესის „თელასის“, GWP-ის და ასე შემდეგ ფლობა, რომლებიც სხვათაშორის „ნაციონალებმა“ ჩააბარეს რუსებს, ძნელი სათქმელია.

ახლა იმაზეც დავფიქრდეთ, რომ რუსეთმა, თავისი მეხუთე კოლონის მეშვეობით შესაძლოა აამოქმედოს პანკისის, დავით გარეჯის, ჯავახეთის, აჭარის და სამეგრელოს თემები.

და ბოლოს, სამხედრო კონფლიქტზეც ვიფიქროთ.

იმ გზით, საითკენაც რადიკალები მოგვიწოდებენ, შეიარაღებული და საომარი დაპირისპირებაც არ არის გამორიცხული. არის ჩვენი ჯარი და ეკონომიკა იმ მდგომარეობაში, რომ წარმატებით ვეომოთ მონსტრს, თუ ომი გამოვუცხადოთ და დავნებდეთ?

ახალგაზრდები იმიტომ არიან ახალგაზრდები, რომ იყონ რადიკალურები, გულანთებულები, მაგრამ ჩვენი მიზანია მათ სულისკვეთებას ჯანსაღი და რეალისტური არენა მოვუმარჯვოთ.

რუსები გვევაჭრებიან.აჰა ჩვენი ბაზარი და დათმეთო ევროატლანტიკური არჩევანი და ნატო. აპრიორი მიუღებელია, მაგრამ ჩვენც ვივაჭროთ ისე, რომ არ დავთმოთ თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. განა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი რუსეთთან არ ვაჭრობენ? ჩვენით როდის ივაჭრებენ, ვერც გავიგებთ, თუ ჩვენ თვითონ არ გვექნა ცალკეც და მათთან ერთადაც დიალოგი რუსეთთან, რასაც ალტერნატივა არ აქვს.

სხვა შემთხვევაში გაგრძელდება კატა–თაგვობანა რუსეთსა და საქართველოს შორის და როდის დაუყეფენ და შეაშინებენ ჩვენი მეგობარი ძაღლები ამ კატას, ერთმა უფალმა უწყის .
არადა 2 მილიარდი უკვე დავკარგეთ––დღეს სვეტიცხოველთან ორი კინკილა ტურისტი დაბორიალობდა,ერთი – ორი რუსიც ერია, როცა შარშან ნემსი არ ჩავარდებოდა. შეიძლება დანაკარგი–დარტყმა ეკონომიკაზე ასტრონომიულ ციფრებს მიუახლოვდეს. აბა, „ოცნებავ“ და მომიტინგეებო, თავი რით ვირჩინოთ, ოჯახები რით ვარჩინოთ? თუ გავიკრიფოდ ყველა რუსეთში,თურქეთში და ევროპაში? აღარც რომ გვიღებენ? ასე დამთავრდება ეს ქვეყანაც და მისი დამოუკიდებლობაც

ჩემი “პოსტ–სკრიპტუმი” ანუ მინაწერი.

ნახეთ დღევანდელი პოსტ–სკრიპტუმი?
თუ არ გინახავთ, ნახეთ. გიორგი გაბუნიამ რუსთავი2–ის ეთერისთვისაც კი ჯერ არნახული სკაბრეზული ფრაზეოლოგიის კორიანტელი დააყენა, სულ დედისდედა აგინა პუტინს. ახლა რომ ეს მონაკვეთი, თანაც რუსულად ნათქვამი რომელიმე კრემლის მართვადმა ტელევიზიამ აჩვენოს მთელ რუსეთს, თქვენი აზრით, რა მოხდება? ერთი ცხადია, იმ გულშემატკივრებსაც დავკარგავთ რუსეთში, ვინც გვყვას და ანტიქართულ ნიადაგზე ისტერიაც აგორდება. და ვინ დაზარალდება? რუსეთში რის ვაივაგლახით ლუკმა–პურის საშოვნელად გადახვეწილი ქართველები. პასუხი ამაზეც იქნება და “პუტინ *უილოზეც”. და გგონიათ რუსული ტანკები დაიძვრებიან საქართველოსკენ? არც ესაა გამორიცხული, მაგრამ კრემლს რბილი ძალის გარდა არსენალში სხვა ასიმეტრიული მოქმედების საშუალებებიც აქვს არსენალში. ჩვენ, ჩვენ გადავიხდით ამ ყველაფრის ფასს, ჩვენ არ წავათ ამ ქვეყნიდან და გავუძლებთ ნებისმირ გასაჭირს, მაგრამ დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაბუნია თავისი ეთერში დედის გინებისთვის არც პასუხს აგებს და ქვეყნიდანაც ერთ–ერთი პირველი მოკურცხლავს.

რა ვქნათ?შევეგუოთ ქვეყნის “სირიიზაციის” და ნანგრევებად ქცევის პერსპექტივას? “, – წერს ბერიძე.

Share