Home » ახალი ამბები » “ურანის გადასვლით, მომდევნო 7 წლის განმავლობაში საბანკო-საფინანსო სფეროში დიდი ცვლილებები იქნება” – მიხეილ ცაგარელი
"ურანის გადასვლით, მომდევნო 7 წლის განმავლობაში საბანკო-საფინანსო სფეროში დიდი ცვლილებები იქნება" - მიხეილ ცაგარელი

“ურანის გადასვლით, მომდევნო 7 წლის განმავლობაში საბანკო-საფინანსო სფეროში დიდი ცვლილებები იქნება” – მიხეილ ცაგარელი

“ურანის გადასვლა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოხდება ზოდიაქოს ნიშან კუროში. კურო, საბანკო-ეკონომიკური საფინანსო სფეროს მმართველია. მოსალოდნელია სტერეოტიპების მსხვრევა საბანკო სფეროში. ეს არის ახალი ფინანსური ოლიგარქების წარმოქმნის დრო და ძველი მილიონერების გაკოტრების დრო”. – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს.

“შესაბამისად, ცვლილებები დიდია და საბანკო სექტორი მზად უნდა იყოს მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში განსაკუთრებით. ურანი სოციუმის პლანტეაა, ამიტომ საბანკო-ეკონომიკური სფერო უნდა იყოს მომართული არამხოლოდ ოლიგარქების ჯიბეებზე, არამედ სოციუმის ჯიბეებზეც. სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი და სტერეოტიპი უნდა შეიცვალოს ბანკირებში. ვინც ამას ვერ გააკეთებს, მათ პრობლემები დაეწყებათ. ურანის 7 წლიანი ახალი ციკლი იწყება. 7 მარტიდან 21 მარტამდე არის იდეალური პერიოდი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი ამბების გასაკეთებლად. იქამდე საჭიროა ცოტა ფრთხილად ვიყოთ. 6 მარტს მერკური – გონების, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება რეტროგრადიული, ანუ უკან მოძრავი. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაბრუნებს ძველ იდეებთან, ძველ პროექტებთან, ძველ ურთიერთობებთან”, – ამის შესახებ ასტროლოგმა “იმედის დილაში” სტუმრობისას განაცხადა.

Share