Home » საზოგადოება » უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია
უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია. შაბათ-კვირის გარდა, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 15 უქმე დღე არსებობს.

15 უქმი დღიდან 8 რელიგიური დღესასწაული, ხოლო 7 საერო.

რელიგიური დღესასწაულების რაოდენობით საქართველო ევროპაში ავსტრიას, ანდორასა და მონაკოს ჩამორჩება. ავსტრიაში 13 უქმე დღიდან 10 რელიგიური დღესასწაული, მონაკოსა და ანდროაში კი 9.

ყველაზე ნაკლები უქმე დღეების რაოდენობა ევროპაში ნიდერლანდებში ფიქსირდება.

რუსეთს უქმე დღეების კუთხით მხოლოდ 1 რელიგიური დღე აქვს. რუსეთში რელიგიური დღესასწაულებიდან მხოლოდ შობას ისვენებენ.

მომზადებულია Maestro TV-ის მიხედვით

Share