Home » მსოფლიო » „უნგრეთის პრემიერი პატივსაცემი ადამიანია, იმიგრაციასთან დაკავშირებით ის სწორ ნაბიჯებს დგამს“
„უნგრეთის პრემიერი პატივსაცემი ადამიანია, იმიგრაციასთან დაკავშირებით ის სწორ ნაბიჯებს დგამს“

„უნგრეთის პრემიერი პატივსაცემი ადამიანია, იმიგრაციასთან დაკავშირებით ის სწორ ნაბიჯებს დგამს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმიგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის შეაქო.

ამის შესახებ ტრამპმა ორბანის თეთრ სახლში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ხალხი პატივს სცემს ამ პრემიერ-მინისტრს. მე ვიცი, რომ იგი ძლიერი კაცია, პატივსაცემი ადამიანია და სწორ ნაბიჯებს დგამს იმიგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, იგი ამაყობს იმით, რომ აშშ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უნგრეთის მხარესაა.

Share