Home » ეკონომიკა » „უნდა შევთანხმდეთ, რომ იმპორტით ჩვენ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით”
„უნდა შევთანხმდეთ, რომ იმპორტით ჩვენ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით”

„უნდა შევთანხმდეთ, რომ იმპორტით ჩვენ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით”

„უნდა შევთანხმდეთ, რომ იმპორტით ჩვენ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით”, – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი „ბანკები და ფინანსებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

„ჩვენ თუ შევხედავთ იმ გარემოებას, თუ რა ტიპის ეკონომიკა ჩაიბარა ამ მთავრობამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის იყო მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, მხოლოდ მოვიხმარდით და არაფერს არ ვაწარმოებდით. არ არსებობდა გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ძირითად კაპიტალში ინვესტიციები განხორციელებულიყო, რაც მათ არაფრად არ მიაჩნდათ და ქონდათ ლიბერტარიანული მიდგომა. შესაბამისად, ეს ნასესხები ფული, დაბალი დეპოზიტების მაჩვენებელი, მხოლოდ ვაჭრობაზე და მშენებლობაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რაც ძირითადად იმპორტშემცველია, აგროვებდა პრობლემებს.

ამ მთავრობამ დაინახა ეს პრობლემები და დაიწყო ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ძირითად კაპიტალში პროცენტების შემცირება, ანუ ამ მთავრობამ დაიწყო ინსტრუმენტების შექმნა გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ძირითად კაპიტალში.

უნდა შევთანხმდეთ, რომ იმპორტით ჩვენ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით და ვერც მშპ-ს გავზრდით, აქსიომაა ეს, როცა იმპორტს ვახორციელებთ, ვეხმარებით სხვა ქვეყნის ეკონომიკას და ეს ჩვენსაზე ნულოვან გავლენას ახდენს. სწორედ ას არის დანახული. შესაბამისად ხელისუფლების გრძელვადიანი სტრატეგია გასაგებია და საშუალო ვადაში თუ დაცალდათ, მე ველოდები პოზიტიურ შედეგებს, ვინაიდან რეზერვი ნამდვილად არსებობს მმართველ ძალაში”, – აცხადებს ბიზნესმენი.

Share