Home » საზოგადოება » უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა
უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.

მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს კი INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

Share