Home » მსოფლიო » უკრაინის რადამ მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

უკრაინაში, საკანონმდებლო ორგანომ “რადა”, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზებას. ამის შესახებ გამოცემა Lenta.ru წერს.

აღნიშნული ცვლილების მიღების შესახებ მსჯელობის დაწყების წინაპირობა გახდა პეტიცია, რომელსაც 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია, რომლის სახელი “საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მარიხუანას გამოყენება მედიცინასა და მეცნიერებაში – კონსტიტუციით იყოს დაცული მოქალაქის უფლება”, საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე იყო განთავსებული.

“ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ აღნიშნული კანონი, შემდგომში რა განვითარება მოჰყვება ამას, პროცესების დაკვირვების შედეგად გადავწყვეტთ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ნემირიამ.

პეტიციას მხარი ასევე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ულიანა სუპრუნიც უჭერს.

მან აღნიშნა, რომ სამედიცინო მარიხუანა (რა თქმა უნდა, გარკვეული დათქმით) წარმატებით გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის და ეს არის “ნორმალური პრაქტიკა”.

ამჟამად, სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია შემდგომ ქვეყნებში: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, კანადა, აშშ, ტაილანდი და ისრაელი.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share