Home » მსოფლიო » უკრაინაში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს
უკრაინაში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს

უკრაინაში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს.

აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 2.32% გაბათილებულია.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი ლვოვის რეგიონის გარდა, უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს.

Share