Home » საზოგადოება » უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა მარტიდან იქნება შესაძლებელი
უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი” (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქში ავრცელებს.

„2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება „აიდი” ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

Share