Home » მსოფლიო » უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა
უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა

უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა Falcon 10 – ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური ­Wi-Fi სერვისით უნდა უზრუნველყოს.

SpaceX-ში აცხადებენ, რომ პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას თანამგზავრების ორბიტაზე გადაადგილების შესახებ.

პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათასი თანამგზავრი უნდა გაუშვან.

პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

Share