Home » საზოგადოება » “უბრალოდ სირცხვილია იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია”
"უბრალოდ სირცხვილია იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია"

“უბრალოდ სირცხვილია იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია”

“ჩვენ გვგონია, უბრალოდ სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია”, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამ სავალდებულო საგანს შორის აუცილებლად მოუწევს ისტორიის ჩაბარება ისევე, როგორც ქართულისა და უცხო ენის, ხოლო ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის.

ბატიაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებით ჩასაბარებელ სამ სავალდებულო საგანს დაემატება მეოთხე საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტის მოთხოვნილ საგანზე გამოცდის ჩატარებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

Share