Home » ეკონომიკა » უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 46.3% შეადგინა, საქართველოს დადებითი ბალანსი მხოლოდ ბულგარეთთან აქვს
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 46.3% შეადგინა, საქართველოს დადებითი ბალანსი მხოლოდ ბულგარეთთან აქვს

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 46.3% შეადგინა, საქართველოს დადებითი ბალანსი მხოლოდ ბულგარეთთან აქვს

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი).

 საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო ათეულია: აზერბაიჯანი – 342 983.4 აშშ დოლარი; რუსეთი – 314 684.0 აშშ დოლარი; სომხეთი  – 199 237.3 აშშ დოლარი; თურქეთი – 194 615.3 აშშ დოლარი; ბულგარეთი – 179 687.8 აშშ დოლარი; ჩინეთი – 162 804.2 აშშ დოლარი; აშშ  – 126 859.9 აშშ დოლარი; უკრაინა – 116 560.4 აშშ დოლარი; ყაზახეთი – 61 781.9 აშშ დოლარი; შვეიცარია – 57 458.0 აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 059.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (675.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.9 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სავაჭრო ბალანსს, მართალია მცირე, თუმცა დადებითი სავაჭრო ბალანსი  საქართველოს მხოლოდ ბულგარეთთან აქვს, სხვა შემთხვევაში საქართველოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანასთან  უარყოფითი ბალანსით გამოირჩევა.

.

Share