Home » საზოგადოება » ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება
ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება

ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა შეიმუშავეს. ამის თაობაზე ინფორმაციას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე ავრცელებს.

 დეპუტატის თქმით, პროექტის ღირებულება  სავარაუდოდ,  27, 196 030 ლარს შეადგენს. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პროექტით ტყიბული იმერეთში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა გახდება.

განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული , სპორტულ-შემეცნებითი ზონები. ასევე სასტუმროები, ამფითეატრები, ღია და შუშიანი მოედნები პანორამული ხედებით, კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი და სხვა.

პროექტზე “ა.ა.ი.პ რეგიონალური განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის” სპეციალისტები მუშაობდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის იგეგმება პროექტის განხორციელება.

Share