Home » ფინანსები » თვიური საშუალო ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა
თვიური საშუალო ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა

თვიური საშუალო ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა

2017 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3 პროცენტით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა.

ხელფასების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

“საქსტატის” ცნობით, 2017 წელს, დაკავებული პოზიციების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება კანონმდებლების, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მენეჯერების პოზიციაზე, სადაც ხელფასის დონემ 2 177.4 ლარი შეადგინა. ხელფასების დაბალი მაჩვენებლები კი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ქალების საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, მამაკაცების საშუალო თვიურ ხელფასებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

Share