Home » ბიზნესი » თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
თუთუნი მკვეთრად გაძვირდება - უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტ ის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან.

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ თუთუნის სახით ხდება, რაც ახლა ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.

“პრობლემაა სწორედ ის, რომ კანონმდებლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს უცვლელი ნორმა, რომ გადასახადი თამბაქსოთან მიმართებაში იყო მიბმული შეფუთვის სახეობაზე, კერძოდ რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ე.წ. გასახვევი თამბაქოს იმპორტი შემოდის დაუბეგრავად, ანუ აქციზის გადასახადის გარეშე. კანონმდებლობაში 10 წელზე მეტია ასეთი ნორმა არის ჩარჩენილი, რომ 500 გრამზე მეტი მოცულობით თუ შემოდის თამბაქო, მისი განაკვეთი არის ნულოვანი.

წინა ცვლილებების შემდგომ საბაჟოზე იმპორტი შემოდიოდა სწორედ ასეთი შეფუთვით და მისი დაბეგვრა არ ხერხდება. შესაბამისად, ამან რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტში”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხუციშვილმა.

მას შემდეგ რაც თამბაქოზე აქციზი და ადვალური გადასახადი ერთმანეთის მიყოლებით გაიზარდა, თამბაქოს მომხმარებლების დიდმა ნაწილმა თუთუნის შეძენა დაიწყო ფასთა მნიშვნელოვანი სხვაობის გამო. ცვლილებები სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მომზადებული “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე მიიღო.

ეს ერთადერთი ცვლილება არ არის. საქმე ისაა, რომ ახალი წლიდან უფილტრო სიგარეტზეც გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტსის განაკვეთს გაუტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სახეობის სიგარეტის ფასი გათანაბრდება და ამავე დროს გაძვირდება კიდეც.

“რეზონანსთან” საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ დეტალებზე ორშაბათის შეხვედრის შემდეგ შეძლებს საუბარს, ცვლილებას კი თამბაქოს კონტრაბანდის აღმოფხვრისაკენ გადადგუმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

“ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს, რადგან ორშაბათს არის შეხვედრა ჩანიშნული, სადაც დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი. აქ არ არის, პირველ რიგში, ფასის მატების საკითხი, ყურადსაღებია კონტრაბანდის აღმოფხვრის საკითხი და მთავარი რგოლიც სწორედ ეს არის”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას აკაკი ზოიძემ.

არასამთავრობო სექტორიც თუთუნზე აქციზით დაბეგვრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირკავშირშია თამბაქო და არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი:

“თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. აქამდე არსებულ რეგულაციებსაც არავინ იყენებდა, რამაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყევეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს. იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო ცვლილება, ახლაც არ არის გვიანი, თუმცა ხალხი კიდევ აღშფოთდება და მთავრობას დაადანაშაულებს, არადა რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

მომავალში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მკურნალობა ამ ადამიანებისთვის, ვინც თამბაქოზე დამოკიდებულია. სოციალურად დაუცველი მწეველებისათვის კი, რომელთაც აქვთ კონკრეტული დაავადებები, რაზეც პირდაპირი გავლენა აქვს თამბაქოს მოხმარებაას, მკურნალობა უნდა იყოს უფასო. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ფასის ზრდაც ამას უკავშირდება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებელმა.

“რეზონანსი”

Share