Home » მსოფლიო » თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია
თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია

თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია

თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.  წლიურმა ინფლაციამ თითქმის 25%-ს მიაღწია.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა თვესთან შეადრებით ინფლაციამ 6,3% შეადგინა.

ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. თურქული ლირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაუფასურდა. ლირის კურსის ვარდნას თურქულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებასა და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის გამკაცრებას უკავშირებენ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თურქეთში ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის – 9,2%-ით, საკვები პროდუქტების კი, 6,4%-ით.

Share