Home » მსოფლიო » თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ
თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ

თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ

2019 წლის პირველი იანვრიდან თურქეთში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს 1.5 ევროს ოდენობის უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ. თავდაპირველად, თურქეთის ხელისუფლების მიერ გადასახადი სამი ევროთი განისაზღვრა, თუმცა თურქეთის აეროპორტების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ გადასახადი განახევრდება.

გადასახადის შემცირება თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კულტურის და ტურიზმის სამინისტრომ ურჩია.

თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო მგზავრებისთვის უსაფრთხოების გადასახადის სამი ევროთი განსაზღვრას შესაძლოა, ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა.

Share