Home » მსოფლიო » თურქეთმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა
თურქეთმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა

თურქეთმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, თურქეთმა ივნისის თვეში ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა. აღნიშნული თანხით თურქეთმა უცხოური ვალუტის რეზერვები შეავსო.

ივნისის თვეში თურქეთში არჩევნები მიმდინარეობდა და ლირაზე წნეხის მოსასხსნელად, პარალელურად კი საინვესტიციო მიმზიდველობის შესანარჩუნებლად, თურქეთს ამ მოცულობის თანხის მობილიზება დაუდგა დღის წესრიგში.

მსგავსი მოცულობის თანხა თურქეთმა ჩინეთისგან პირველად ისესხა, მას შემდგომ რაც 2012 წელს ორ ქვეყანას შორის სავალუტო მიმოცვლის ხელშეკრულება გაფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება სამ წელიწადში ერთხელ ნახლდება.

თურქეთი ასევე ცდილობს დივერსიფიკაცია მოახდინოს სავალუტო მიმოცვლის მიმართულებით. საამისოდ ქვეყანამ ყატართანაც გააფორმა მსგავსი ხელშეკრულება.

თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ბერატ ალბაირაქის განცხადებით, თურქეთისათვის მნიშვნელოვანი აზიური ბაზარი და აზიური ინვესტიციები. მისივე თქმით, აზიის რეგიონს მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორებად განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სესხთან დაკავშირებით თურქეთის ცენტრალურ ბანკს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

სანდრო პირველი

Share