Home » ეკონომიკა » თურქეთის ელჩი – ეკონომიკური ზრდა სწორედ ლილოს ბაზრობიდან იწყება
თურქეთის ელჩი - ეკონომიკური ზრდა სწორედ ლილოს ბაზრობიდან იწყება

თურქეთის ელჩი – ეკონომიკური ზრდა სწორედ ლილოს ბაზრობიდან იწყება

“მაგალითად ჩემთვის, ეკონომიკაზე თუ ვსაუბრობთ, ბევრი რამ ლილოს ბაზრობიდან იწყება და სხვათაშორის აღნიშნული ბაზრობა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ ჩემი საყვარელი ბაზრობაა, ეკონომიკური ზრდა სწორედ იქედან იწყება”,- ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი აცხადებს Forbes კვირასთან ინტერვიუში.

დიპლომატი გადაწყვეტილებების მიღებაში ქვედა რგოლის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

– გვყავს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მენეჯერები? ვგულისხმობ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. 

– შეიძლება ცოტათი დემაგოგიას მივმართო? თქვენ გულისხმობთ ტოპ მენეჯერებს და მმართველებს. მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დავიწყებდი სულ ქვემოთა რგოლიდან. ვაჭრობა და ზოგადად ეკონომიკა არ ვითარდება მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ხარჯზე. აქ მთავარია მეწარმეობა, რომელიც საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკას აძლევს დინამიკას. მე ძალიან ბევრი კარგი მეწარმე შემხვედრია საქართველოში, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და რისკს საკუთარ თავზე, ისინი ასაქმებენ ადამიანებს და არჩენენ ოჯახებს. მოდი, ვაღიაროთ რომ გადაწყვეტილების მიღებაზე თუ ვსაუბრობთ, ამ კუთხით ყველა ქვეყანაშია ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. სიმართლე რომ ითქვას, თქვენი მთავრობა ხანდახან ძალიან გამჭვირვალეა, თუმცა ისიც მესმის რატომ უჩნდებათ მოქალაქეებს გარკვეული კითხვები მათი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. საქმე იცით რაშია? ზოგადად ყოველთვის საქმე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში არ არის, ქვედა რგოლი დიდ როლს თამაშობს.

BM.GE

Share