Home » მსოფლიო » „თურქეთი თუ გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას“
„თურქეთი თუ გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას“

„თურქეთი თუ გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებითა და ჩამოშლით ემუქრება, თუკი ანკარა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როგორც მე ერთხელ უკვე განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, რომ თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე. აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა, მათ შორის 100 %-ით დაამარცხა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ახლა, დროა, რეგიონში სხვებმა, ვისაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია, დაიცვან საკუთარი ტერიტრორიები“, – წერს დონალდ ტრამპი.

Share