Home » მსოფლიო » თურქეთი NATO-ს გაანადგურებს
თურქეთი NATO-ს გაანადგურებს

თურქეთი NATO-ს გაანადგურებს

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები ღრმა კრიზსშია. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთს. ანკარაშიც არ დააყოვნეს და საპასუხო სანქციები აშშ-საც დაუწესეს. თურქებმა აშშ-ს იუსტიციის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშები გაყინეს.

სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. თურქეთი აშშ-სათვის, მოყოლებული 1940 წლიდან სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. თურქული შეიარაღებული ძალები, აშშ-ს შემდეგ რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ნატოში. მათი წვლილი NATO-ს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში საკმაოდ მაღალია.

ექვსი ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონი პატიობდა ანკარას დემონსტრაციების დარბევებს, ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, ქურთების ნაციონალური მოძრაობის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ-ს შეენარჩუნებინა ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე და გაეძლიერებინა ნატოს პოზიციები რუსეთის რეგიონთან. მაშინ, რამ განაპირობა თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარის გაჩენა?

ანტითურქული სანქციების დაწესების ოფიციალურ(ფორმალურ) მიზეზად სახელდება ენდრიუ ბარსონის პასპორტის ისტორია. ის 2016 წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების თანამოწილების ბრალდებით. ანკარა ბარსონის გაშვებას არ აპირებს, რაც ძალიან აბრაზებს ვაშინგტონს. თუმცა ყველა ხვდება, რომ კონფლიქტის მიზეზი უფრო ღრმაა. ქურთების ფაქტორი ყოველთვის იყო ორ სახელმწიფოს შორის განხილვის საკითხი, რაც გარკვეულ კონფლიქტს ამწიფებდა აშშ-სა და თურქეთს შორის, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც აშშ-ს მხრიდან ახალი პოლიტიკური ამინდის შექმნის სურვილია ახლო აღმოსავლეთში და არამხოლოდ.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, აშშ აქტიურად უჭერდა მხარს და ეხმარებოდა თურქებს ქურთების ნაციონალური მოძრაობის პროტესტის ჩახშობაში, თუმცა ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ ქურთები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, პირიქით, ისინი შეიძლება სასარგებლოებიც კი იყვნენ მათთვის. ამ ეტაპზე აშშ დიდ მხარდაჭერას უცხადებს სირიელ ქურთებს, რაც ანკარაში ძალიან არ მოსწონთ. თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს, საკმაოდ არ მოსწონს იმის პერსპექტივა, რომ მისი ქვეყნის საზღვრებთან შესაძლოა ქურთების სუვერენული სახელმწიფო შეიქმნას. პარალელურად, თურქეთის მხრიდან სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა, საბოლოოდ გააბრაზა ვაშინგტონი.

გარდა ამისა, ვაშინგტონში არ მოსწონთ ერდოღანის ზედმეტად დამოუკიდებლობა, რომელსაც არ სურს სატელიტი იყოს და ამერიკული ინტერესები გაატაროს რეგიონში, პირიქით, ის პრეტენზიაც აცხადებს ახლო აღმოსავლეთზე და ჩრდილოეთ აფრიკაზე. შემთხვევითი არ არის ის, რომ აღმოსავლური პრესა ხშირად ადანაშაულებს ერდოღანს ნეოოსმალურ მისწრაფებებში. კიდევ ერთი რამ, რაც აღიზიანებს ვაშინგტონს, არის ერდოღანის კონტაქტი პუტინთან. ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი იყიდის იარაღს იმ ქვეყნისგან, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ამ საკითხზეც გაუგებრობაა ვაშინგტონსა და ანკარას შორის. ეს პირდაპირი დარტყმაა ვაშინგონისთვის და ეჭვქვეშ აყენებს მის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში.

ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობები პირდაპირ ურტყამს NATO-ს, რომელსაც ახლა კარგი დრო არ უდგას.  ერთის მხრივ, საუბარია სამხრეთ-ატლანტიკური, ალტერნატიული სამხედრო ბლოკის შექმნაზე, რაც დაასუსტებს ნატოს, ხოლო მეორეს მხრივ, რაც ნატოს ასევე ასუსტებს, აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობებია. თუ ორ ქვეყანას შორის კრიზისი თუ კიდევ უფრო გაღრმავდება, ის აუცილებლად დაასუსტებს ნატოს და შეიძლება მისი დაშლის პროცესის საბაბიც გახდეს.

ბაჩანა ჯინჭარაძე
მომზადებულია topcor.ru-ს მიხედვით

Share