Home » საზოგადოება » თურნავა – ჩვენი ეკონომიკური განვითარების მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე
თურნავა - ჩვენი ეკონომიკური განვითარების მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე

თურნავა – ჩვენი ეკონომიკური განვითარების მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე

ჩვენი ეკონომიკური განვითარების მოდელი არის ორიენტირებული ქართული წარმოების განვითარებაზე და პირველ რიგში საექსპორტო წარმოების განვითარებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 9 თვის სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი 11 %-ით გაიზარდა და იმპორტი შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საექსპორტო პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ექსპორტი გაიზარდოს. თუნდაც ახლა გამოქვეყნებული 9 თვის სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ 11%-ზე მეტით არის გაზრდილი ექსპორტი, ხოლო იმპორტი არის შემცირებული, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვავითარებთ ჩვენს საექსპორტო პოლიტიკას. ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თქვენ თუ შეხედავთ, რომელი ბაზარი იზრდება ასე ვთქვათ წილობრივად, სწრაფად, ეს არის ევროკავშირის ბაზარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Share